მოცეკვავე სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შენობის ფასადი

მოცეკვავე სახლი (ჩეხ.: Tančící dům) ან ფრედი და ჯინჯერი საოფისე შენობის მეტსახელია პრაღის ცენტრში, ჩეხეთის რესპუბლიკა. აიგო ვაკანტურ მდინარისპირა ნაკვეთზე ჩეხი სცენარისტისა და ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის სახლის გვერდით 1997 წელს ხორვატიაში დაბადებული ჩეხი არქიტექტორი ვლადო მილუნიჩის მიერ ამერიკელ არქიტექტორ ფრენკ გერისთან თანამშრომლობით. ვაცლავ ჰაველის ავანგარდული არქიტექტურის ძლიერმა მხარდაჭერამ განაპირობა ამ საკამათო დიზაინის შენობის პროექტის დამტკიცება და აგება. მეტსახელი ’’ფრედი და ჯინჯერი’’ მომდინარეობს ფრედ ასტერისა და ჯინჯერ როჯერსისგან, ვინაიდან შენობა მოცეკვავე წყვილს ჰგავს და საკმაოდ გამოირჩევა გვერდით მდგომი ნეო-ბაროკოს, ნეო-გოთიკისა და არტ-ნუვოს სტილის შენობებისგან, რომლითაც პრაღა განთქმულია, თუმცა ეს შენობა მათთან კონფლიქტში არ მოდის. შენობის სახურავზე განთქმული ფრანგული რესტორანია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოცეკვავე სახლი პრაღაში ფრენკ გერის მიერ

ხედი მდინარის მოპირადაპირე მხრიდან.