მონოლოგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მონოლოგი (ბერძნ. monos – „ერთი“ და logos – „სიტყვა“) — მხატვრული ნაწარმოების მოქმედი პირის ვრცელი სიტყვა, რომლითაც პერსონაჟი მიმართავს თავის თავს, სხვა მოქმედ პირებს ან მაყურებელს. მასში გადმოცემულია გმირის სულიერი განწყობილება. მასში იხსნება პერსონაჟის სულიერი სამყარო, მისი ხასიათი, ზოგჯერ მოქმედების განვითარების ქარგა.