მონიკა ლინგეგარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მონიკა სესილია ლინგეგარდი (შვედ. Monica Cecilia Lingegård მონიკა სესილია ლინგეგარდი; დ. 1962 წლის 22 დეკემბერი) - შვედი ეკონომისტი და მეწარმე.

1987 წელს მონიკა ლინგეგარდმა მიიღო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი სტოკჰოლმის უნივერსიტეტში . მან კარიერა დაიწყო კომპანია Capgemini-ში IT კონსულტანტად და მუშაობდა SEB, Spray.se, ასევე იყოაღმასრულებელი დირექტორი ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა Prenax Global AB, G4S Secure Solutions AB და Intelligence AG 2005 2010 წლების პერიოდში.[1]

2011 წლიდან ის არის Samhall AB - შვედეთის სამთავრობო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რომელიც შშმ პირთა ადვოკატირებასა და დასაქმებას ემსახურება. ამ საქმიანობისთვის 2015 წელს მან მიიღო Årets VD (წლის პრეზიდენტი) პრემია მსხვილი კომპანიების კატეგორიაში. დაჯილდოების ღონისძიება ორგანიზებული იყო ვებ-გვერდის motivation.se-ს მიერ. 2016 წელს, მონიკა იყო 21-ე ადგილზე VA მიერ შედგენის სიაში სახელწოდებით ბიზნესის 111 ყველაზე ძლიერი ქალი.

ლინგეგარდი ასევე არის შვედეთის კოსმოსური კორპორაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ასევე შედის ისეთი კომპანიების დირექტორთა საბჭოში, როგორებიცაა Humana AB, Nobina და Flacotte AB.[2] 2020 წლის 17 აგვისტოს მან დაიკავა კომპანია SJ AB– ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის პოსტი.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.marketscreener.com/business-leaders/Monica-Cecilia-Lingeg-rd-0BX43G-E/biography/
  2. https://www.hitta.se/monica+cecilia+lingeg%C3%A5rd/stocksund/person/zRjXOUkk
  3. http://www.mynewsdesk.com/se/sj/pressreleases/monica-lingegaard-blir-ny-vd-och-koncernchef-foer-sj-2980426