მომხმარებლის განხილვა:Otogi/არქივი 13

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

გამარჯობა ოთო! როგორ ხარ? ვიკიპედიაში ჩემი მეგობარი დარეგისტრიდა მომხმარებელი:LordBeso. ძალიან უნდა, რომ სტატიები წეროს, მაგრამ ვიკიპედიის წესები კარგად არ იცის. მე ყველანაირად ვეხმარები მაგარამ თუ არ შეწუხდები დაეხმარე. წინასწარ დიდი მადლობა.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 17:51, 14 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გიო! ძალიან კარგია, თუ კიდევ ერთი ახალი წევრი შემოემატება პროექტს. რა თქმა უნდა ყველაფერში დავეხმარები :). - ოთოჯი განხილვა 19:23, 14 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ენის თარგები

ოთო იქნებ ენის თარგებში თურქული ენის კოდი ჩაამატო, ძალიან მჭირდება. --JABA 1977 11:43, 15 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ჩაემატა. - ოთოჯი განხილვა 11:54, 15 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ოთო! როგორ ხარ? სტატია ცუ ჰსის სახელი შევუვალე, მაგრამ ვიკიპედიის ბმულები გადატანის გამო აღარ ჩანს და შეგიძლია გამოასწორო?--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 05:36, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გიო! შენ როგორ ხარ ? ინტერვიკი ჩასწორდა. სტატიის სათაური დავტოვე უბრალოდ ცისი-ზე, რადგან ავტორიტეტული წყაროები ასე წერენ. ერთი შეკითხვა მაქვს, მითითებულ ლიტერატურას რეცენზენტი ვინ ჰყავს ხომ ვერ მეტყვი ?. - ოთოჯი განხილვა 07:25, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა. წიგნის რედაქტორია ზურაბ გამრეკელი.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 08:02, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
არაფრის. ძირითადი სათაური აკადემიური წყაროების შესაბამისად დარჩა. თუმცა გადამისამართება არსებობს. - ოთოჯი განხილვა 08:13, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიის სათაური

ოთო გამარჯობა, კატეგორია მინდა შევქმნა და შენ რას მირცევდი, რა ვუწოდო? ru:Категория:Жертвы Холокоста. --JABA 1977 17:04, 20 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ჯაბა! ჰოლოკოსტის მსხვერპლნი. მსხვერპლები არა მგონია მართებული იყოს. - ოთოჯი განხილვა 17:07, 20 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

მეც ეგ ვიფიქრე, მაგრამ კაი ენის მოსატეხი კი არის. :) შევქმნა ამ ფორმით? --JABA 1977 17:10, 20 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

რა თქმა უნდა შევქმნათ ამ ფორმით :). მეც ვაწყდებოდი ამ საკითხს როდესაც მკვლელებზე ვწერდი, მაგრამ დავჯერდი მითითებულ ფორმას. სხვა თუ არაფერი სხვა რა დასახელებით უნდა შევქმნათ აბა ?. მსხვერპლები ჩემი აზრით ძალიან უხეშია. :). პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლნი, მკვლელობების მსხვეპლნი და სხვა.. ხმარებაშია.. - ოთოჯი განხილვა 17:16, 20 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები 100 %-ით. სერ ოთო. --JABA 1977 17:19, 20 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

O.K. ვაპაჭუნებ. - ოთოჯი განხილვა 17:23, 20 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

სალამი ორივეს. გრამატიკულად ორივე ფორმა მართებულია, მაგრამ ქართულ ვიკიპედიაში გადაწყდა (კონკრეტულად სად და როდის არ მახსოვს), რომ უპირატესობა ებიან მრავლობითს მიენიჭოს და არა ნართანიანს. მხოლოდ მაშინ, თუ ებიანი ძალიან არაესტეთიკურია და არაბუნებრივი, მაშინ ნართანიანი გამოვიყენოთ. ვფიქრობ, დასახელებული მაგალითები, სწორედ ამგვარი შემთხვევებია. ჯაბას, ალბათ, ახსოვდა ეს გადაწყვეტილება და იმიტომ გკითხა აზრი, ოთო. ვიღიმიG.G. 18:42, 20 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

კი ბატონო :). ეგრეა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მსხვერპლნი უფრო მისაღები მგონია, ისევე როგორც რეპრესიების მსხვერპლნი და არა რეპრესიების მსხვერპლები. მკვლელობებთან დაკავშირებითაც ასეა გავრცელებული. - ოთოჯი განხილვა 18:49, 20 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ოთოს სალამი! თუ არ შეწუხდები შემდეგი თარგები დაიცავი არარეგისტრირებულებისგან: თარგი:Cite conference, თარგი:Citation/identifier, თარგი:Str endswith და თარგი:ბმული. წინასწარ მადლობა. — G.G. 18:37, 23 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გიო! გაკეთდა. - ოთოჯი განხილვა 08:40, 24 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ოთო. პირველ რიგში, გილოცავ დღევანდელ დღეს! ამ თარგსაც იგივე პროცედურა ჩაუტარე, რაც ზევითებს. მადლობა. :) — G.G. 08:49, 28 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

გაგიმარჯოს გიო! უღრმესი მადლობა! მეც გილოცავ! მრავალს დაესწარი.. გაკეთდა. - ოთოჯი განხილვა 08:53, 28 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

სპამ-ფილტრი

სალამი, ოთო. დღევანდელ დღეს გილოცავ! სტატია მინდა დავწერო ჰიდროფობურობაზე, მაგრამ როცა შექმნას ვცდილობ, ასეთ რაღაცას მიწერს:

  • ინტერნეტ-რესურსი, რომლის შენახვასაც ცდილობთ, დაბლოკილია სპამ-ფილტრით.

სავარაუდოდ, თქვენს მიერ დამატებული ვებ-გვერდის მისამართი შავ სიაშია.

  • მომდევნო ტექსტი იყო სპამ-ფილტრის ჩართვის მიზეზი: infonu.nl

წარმოდგენა არ მაქვს, რა მოვუხერხო, იქნებ დამეხმარო--შოთა [UT] 09:25, 28 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა შოთა! მეც გილოცავ! მრავალს დაესწარი!.. ეგ არის საკუთრივ ბმულის ბრალი (რესურსის), რომელსაც სისტემა არ დაგამატებინებს. სტატია ჩვეულებრივ შეგიძლია შექმნა, უბრალოდ სხვა ბმულები დაურთე. ეგ არის და ეგ.. - ოთოჯი განხილვა 09:30, 28 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
გაიხარე, დიდი მადლობა! :)--შოთა [UT] 09:31, 28 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
არაფრის :). ჩვეულებრივი ამბავია. მე პირადად აკადემიურ ბმულებს ვანიჭებ ხოლმე უპირატესობას (შეამჩნევდით ჩემ სტატიებში), რომლებიც როგორც წესი არც ითიშება და მეტიც, სასურველი ბმულებიცაა :). - ოთოჯი განხილვა 09:39, 28 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

წვლილი

ოთო გამარჯობა :) ადმინების წვლილს ვითვლი და ეს გვერდი შექმენი, რომ შენი წვლილი მაჩვენოს. შიგ არაფერი არ ჩაწერო უბრალოდ ცარიელი გვერდი დაამახსოვრებინე--დათო1010 09:43, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა დათო! გაკეთდა. - ოთოჯი განხილვა 10:10, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
მადლობა კოცნა--დათო1010 10:20, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
არაფრის ვაპაჭუნებ. ადრე მახსოვს ადმინების საერთო ცხრილი იყო და მერე ხომ გაითიშა toolserver-ის ბმულები. ეგებ შევქმნათ მომხმარებელთა და ადმინისტრატორთა წვლილის გრაფიკი. მომხმარებელი:Emijrp/List of Wikipedians by number of edits ეს გვერდი ხომ ნიკოლოზის დროს განახლდა ბოლოს, ეგებ გააცოცხლო, ხოლო ადმინისტრატორული ცვლილებების მთვლელი საერთოდ მკვადრია. რა წვლილი მაქვს ეგეც არ ვიცი. ხომ უნდა ვიცოდეთ ვის რა წვლილი გვაქვს, სხვანაირად არ გამოდის. ეგებ მიხედო დათო ამ საქმეს.. - ოთოჯი განხილვა 10:31, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
მაგეებს აღარაფერი ეშველება. ვიკიმედიამ ახალი გვერდი შექმნა სადაც მთელი წვლილი ერთადაა თავმოყრილი [1]--დათო1010 10:50, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ანუ იქიდან უნდა ვთვალოთ მომხმარებელთა წვლილიც. - ოთოჯი განხილვა 10:57, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
კი--დათო1010 10:58, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

O.K. - ოთოჯი განხილვა 10:59, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

მოკლე სტატიები

გამარჯობა ოთო, როგორ ხარ? რაღაც მაინტერესებს. როგორც პორტუგალიის მეფეების შესახებ მოკლედ წერია შეიძლება მეც ეგრე დავწერო არაგონის მეფეებზე და მერე მომოავალში გავაგრძელო?--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 11:27, 7 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გიორგი, იმისთვის, რომ სტატია სტატიად ჩაითვალოს (თუნდაც ესკიზად), საკმარისია 3 გამართული საწყისი წინადადებაც. ყოველთვის ასეა. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:29, 7 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
კარგი ჰენრი, მაშინ არაგონის მეფეებზე მოკლე-მოკლე სტატიებს გავაკეთებ და მერე ნელ-ნელა განვავრცობ. დიდი მადლობა დახმარებისთვის.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 11:45, 7 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გიორგი ბაქრაძე

ოთო, გამარჯობა. გიორგი ბაქრაძის შესახებ თუ მიგიწვდება რაიმე ლიტერატურაზე ხელი, იქნებ გადაამოწმო, მემგონი გარდაცვლილია და თარიღი არ გვაქვს მითითებული.--George / 11:29, 8 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, გიო ! სამწუხაროდ ამ ეტაპზე შესაბამისი წყარო არ მაქვს ხელთ. ენციკლოპედია საქართველო-ში უნდა ეწეროს მასზე. ადრე მქონდა ეგ ენციკლოპედია. მგონი მიშას, ჯაბას და ცანგალას აქვთ. სხვა შემთხვევაში თარგი:{{განახლება}} უნდა ჩასვა ხოლმე სტატიებში. - ოთოჯი განხილვა 11:42, 8 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
კარგი, ოთო. მივწერ მათ და თუ ეწერა მასზე რაიმე შევასწორებ თუ არადა მაგ თარგს ჩავამატებ.--George / 12:32, 8 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

O.K. - ოთოჯი განხილვა 12:39, 8 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარკვიე

ოთო გამარჯობა, რაღაც მაინტერესებს: ჩრდილოეთი პოლუსი და არქტიკის ყინულოვანი პოლუსი ეს ორი სხვადასხვა მცნებაა? --JABA 1977 15:25, 13 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ჯაბა! დედამიწაზე სულ 2 გეოგრაფიული პოლუსია: სამხრეთისა და ჩრდილოეთისა. ჩრდილოეთ პოლუსი არქტიკას ფარავს, ხოლო სამხრეთი - ანტარქტიდას. მაგნიტური პოლუსები არ აგვერიოს ერთმანეთში. სად შეგხვდა ეს ტერმინი ?. - ოთოჯი განხილვა 15:32, 13 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

თარგი:დღის მოვლენები:09-15 აი აქ ნახე. --JABA 1977 15:52, 13 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

აჰა, გასაგებია, ჩრდილოეთი პოლუსით ჩაანაცვლე. ტერმინის შეცდომაა. ორი აზრი არ არსებობს, რომ ჩრდილოეთ პოლუსზეა საუბარი. - ოთოჯი განხილვა 16:09, 13 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ოკ. მადლობა. --JABA 1977 16:23, 13 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

არაფრის :). - ოთოჯი განხილვა 16:27, 13 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ის სიტყვა

ოთო, არ გინდა, გადაამისამართო ასო (ორგანო)-ზე 'ის სიტყვა' და თან დაიცვა ეგ სტატია (გადამისამართების გვერდი)? ეტყობა, სამ ასოიანი სიტყვის გარდა ეგეც პოპულარულია ვანდალებში. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:01, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ჰენრი!. გადამისამართება არ არის პრობლემა, მაგრამ სწორი იქნება კი ? „იმ სიტყვის“ მნიშვნელობა არ ვიცი. ანუ ხომ ხვდები, ვიცი რასთანაც ასორცირდება, მაგრამ ლიტერატურულ დონეზე მანდვილად არ ვიცი მაგ სიტყვის მნიშვნელობა. მეორე გამოსავალია დაიბლოკოს სამუდამოდ ის სიტყვა. თუ მიგაჩნია მართებულად მაშინ შემიძლია გადავამისამართო. - ოთოჯი განხილვა 11:12, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ლექსიკონში ვეძებე და ვნახე. ის სიტყვა როგორც ჩანს დამახინჯებული ფორმაა. უნდა იყოს ჭუჭუა. - ოთოჯი განხილვა 11:20, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ალბათ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი იდეა მქონდა - იქნებ, დაბლოკილიყო. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:35, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
დავბლოკე. გადამისამართება გავაკეთე ლექსიკონის მიხედვით. - ოთოჯი განხილვა 11:44, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

პლაკატები

სალამი, ოთო. სასარგებლო რესურსია, არ ვიცი, იცი თუ არა ამაზე. http://www.plakaty.ru/catalog/ შედიხარ, აჭერ კინოპლაკატებს და იხსნება შესაბამისი განყოფილება. :) --Henry McClean განხილვაწვლილი 14:24, 20 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ჰენრი! არ ვიცოდი, ახლა ვათვალიერებდი და მთლიანობაში კარგი რესურსია და გამოგვადგება, მაგრამ მაინცდამაინც უშველები არ არის. ბევრი ცნობილი საბჭოთა ფილმის პოსტერი ვერ ვნახე სამწუხაროდ... - ოთოჯი განხილვა 14:36, 20 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მონანიების პოსტერი სრულიად შემთხვევით შემხვდა რუსულ ვიკიში, თანაც ფერადი, თურმე მაქედან აუღიათ..თუმცა ვამჯობინე, ჩამესვა საერთაშორისო პოსტერი --Henry McClean განხილვაწვლილი 14:40, 20 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჰოო, ქართული საბჭოთა პოსტერი არ გვაქვს ჯერ... სხვა რა გზაა იყოს ეგ პოსტერი. ეგებ ნელ-ელა გამოჩნდეს ახალი პოსტერები. - ოთოჯი განხილვა 14:52, 20 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

კაზანტიპი

სალამი, ოთო. კაზანტიპი (აქ ამჟამად ფესტივალია) სხვა ვიკიპედიაში არის სტატია ადგილის შესახებ, ხოლო ფესტივალი სხვა სახელწოდებით არის - en:KaZantip, ru:Республика КаZантип...არ ჯობია, შევცვალოთ ჩვენთან და გავაკეთოთ, როგორც უნდა იყოს? ვთქვთ, KaZantip (ფესტივალი) და გადამისამართება მასზე რესპუბლიკა კაზანტიპიდან. ხოლო კაზანტიპი იყოს თავად ადგილი... ? --Henry McClean განხილვაწვლილი 14:11, 23 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ჰენრი! ისე, ოფიციალურად რა ქვია მაგ ფესტივალს ? და ლათინურად დავტოვოთ სათაური თუ ქართულად ?. კაზანტიპი სასწაულად იგუგლება, შედეგი თითქმის მილიონია. თუკი ეს ფესტივალი უკრაინული წარმოშობისაა მაშინ უკრაინულ ვიკიპედიაში საერთოდ რესპუბლიკა კაზანტიპი (კაზანტიპის რესპუბლიკა) წერია. რუ. ვიკიში კი Z ასოა გაჩხერილი სათაურში. ამ იდიოტური სათაურისა არ იყოს ru:Starперцы. სიმართლე გითხრა არ ვიცი არჩევანი რაზე უნდა გავაკეთოთ. - ოთოჯი განხილვა 14:29, 23 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
რესპუბლიკა კაზანტიპია მე მგონია ოფიციალური სახელი. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:33, 23 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჰენრი, ერთპიროვნულად გადატანა არ გამოვა. ხომ არ აჯობებს გახსნა განხილვა უშუალოდ სტატიის განხილვის გვერდზე ?. ალბათ აჯობებს იქ შევჯერდეთ სათაურის ვარიანტებზე. P.S. ყირიმულ-თათრულად საერთოდ ყაზანტიპი იქნება, კაზანტიპს უკრაინული ენიდან ვკითხულობთ. გადამისამართებები არ აწყენდა ფესტივალს. - ოთოჯი განხილვა 14:42, 23 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ოთო გამარჯობა, თარგი:ინფოდაფა მმართველი ხომ არ აჯობებს?--JABA 1977 18:08, 26 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ჯაბა! შევცვალე თარგი, თუმცა იშვიათად ვიყენებ მაგ თარგს და კარგად არ ვიცნობ. - ოთოჯი განხილვა 18:25, 26 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ცოტას ჩავერევი თუ წინაარმდეგი არ იქნები. --JABA 1977 18:35, 26 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

რა თქმა უნდა. - ოთოჯი განხილვა 19:02, 26 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

???

ratom wamishalet innpormacia es simartle iyo da momavalshi dzalian cnobili pirovneba gaxdeba tkvennairi garewarebi ro mushaoben wikipediashi imito ikargeba amdeni talantiწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 178.134.137.192 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ოთო, შე გარეწარო! პატივისცემით, დეგენერატი. ვიკრიჭებიMikheil მიწერა 15:28, 2 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მიშა, იმუნიტეტი, მაქვს იმუნიტეტი :). ახლა კომპთან ვზივარ და მეღიმება. ამათ მე რა უნდა ველაპარაკო, სირცხვილია, არც ვიკადრებ მათთან რაიმე საქმის დაჭერას, რადგან ეს ხომ სრული დებილიზმია ვიღიმი. - ოთოჯი განხილვა 15:33, 2 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
როგორ გაბედე, ოთო, როგორ ჩაკალი ამდენი ტალანტი... :) --Henry McClean განხილვაწვლილი 16:05, 2 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
აბა, აბა, დარდით ღამე არ დამეძინება... ვიკრიჭები - ოთოჯი განხილვა 16:08, 2 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გვერდის შექმნა

მსურს შევქმნა საინფორმაციო სააგენტოს გვერდი და მუდმივად იშლება, მეუბნება ეს სახელი არის არასაიმედოო ნიუპოსტიწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ეკანიუპოსტი (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მომხმარებელი:ეკანიუპოსტი: გამარჯობა!. ვიკიპედიაში სტატიები მხოლოდ ენციკლოპედიური ხასიათისა უნდა იყოს. აკრძალულია სტატიების წერა საკუთარ ან განხილვის გვერდებზე. იხ. ვიკიპედია:მასწავლებელი. - ოთოჯი განხილვა 15:17, 4 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

Hello! The article about boycott of Russian goods in Ukraine not have a main part. Can you translate and add that to the article? You may translate from an article in the English Wikipedia ("Boycotts", "Results" and "Criticism"). Also, I have prepared the text of "Boycotts" in Russian, if it been easier for you. Thank you for your help.// Приветствую! Не могли бы вы перевести для статьи о бойкоте российских товаров в Украине на Грузинской Википедии отстутствующие разделы и добавить их в статью? На Английской Википедии это - "Boycotts", "Results" and "Criticism". Если вам легче переводить с русского, у меня есть готовый текст на русском раздела "Boycotts". Подготовлю перевод на русский и остальных разделов, если в этом будет необходимость. Заранее спасибо за помощь!

Бойкот

22 августа 2013 года активисты провели акцию протеста под Администрацией Президента Украины, на которой огласили о начале кампании бойкота российских товаров. [1] После этого активисты начали массовое распространение листовок, плакатов и наклеек по Украине. По состоянию на ноябрь 2013 года распространение охватило более чем 45 населенных пунктов. [2] Во время Евромайда активных действий в рамках кампании не наблюдалось.

Со 2 марта 2014 года активисты кампании огласили о возобновлении бойкота российских товаров. На страницах в социальных сетях они опубликовали сообщения, в которых призвали таким образом не финансировать оккупантов. Причиной начала активных действий активисты обозначили начатые Россией Крымский кризис и российскую военную интервенцию в Украине.[3]

С марта 2014 года активисты организовуют и проводят флешмобы в супермаркетах с призывами не покупать российские товары [4], а также акции и флешмобы с призывами бойкотировать российские АЗС [5], банки [6], концерты [7] и др.

Летом 2014 года активисты в Киеве начали организовывать флешмобы [8]и акции [24] в российских ресторанах и кафе.[9]

В конце августа 2014 года активисты начали кампанию против российских фильмов и сериалов на украинском медиа-пространстве.[10]

--Trydence განხილვაწვლილი 12:00, 16 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ოთო, ადრე შენ ამუშავებდი მუნიციპალიტეტებს საკმაოდ კარგად. ერთი თხოვნა მაქვს სენაკის მუნიციპალიტეტზე თუ მოგეპვება მასალები, ხომ არ შეავსებდი? რა თქმა უნდა თუ შედის ისევ შენს ინტერესებში. --JABA 1977 16:54, 16 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაუმარჯოს ჯაბა! შევხედავ აბა ნელ-ნელა და მივყვები. ბოდიში ძალიან დაგვიანებული პასუხისთვის. - ოთოჯი განხილვა 17:18, 24 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

რას ამბობ ოთო რის ბოდიში. გაიხარე, დიდი მადლობა. ამ ზაფხულს მანდეთ ვაპირებ გამგზავრებას და იმედია სურათებით დავიხუნძლები. :) --JABA 1977 04:24, 30 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მანამდე მეც შევასრულებ თხოვნას :). - ოთოჯი განხილვა 15:22, 30 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

Welcome back

აქვე მოგწერ, ოთო. დიდი მადლობა. შენც გილოცავ დაბრუნებას, იმედია, დრო და საშუალება შეგიწყობს ხელს, კვლავ აქტიური იყო. რაც მთავარია - იმედია, უკეთ ხარ ახლა. --Henry (მომწერეთ) 16:59, 24 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მადლობა ჰენრი! იმასთან შედარებით კი, მაგრამ ფიზიკურად ჯერ არ მაქვს უნარი, რომ სწრაფად ვიმუშავო და ჩემეულად ვიყო აქტიური. ჯერ მხოლოდ ცაციათი ვმუშაობ სამწუხაროდ. დასამალი რა მაქვს თქვენთან; თორემ აქაურობაზე, რომ ვარ შეყვარებული კი იცით. ბოლო სტატია 2 საათი ვწერე D. - ოთოჯი განხილვა 17:06, 24 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვაშა! დამრტყმელი ძალა დაგვიბრუნდა! გილოცავ, ოთო და ჯანმრთელობას, სიძლიერეს გისურვებ! — Mikheil მიწერა 17:09, 24 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვახ. აბა დიდი სტატიის წერას თუ არა, გაუქმებას და ბლოკსაც კი მოახერხებ და აბა შენ იცი. შენი ერთგულება ნამდვილად აღსანიშნავი თემაა. --Henry (მომწერეთ) 17:13, 24 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მადლობა მიშა, ჰენრი. ეგრეა, ვნახოთ მომავალში. ერთი ხელით მართლა საშინელება ყოფილა. - ოთოჯი განხილვა 17:16, 24 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
სალამი მეგობრებო. სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებ, ოთო! პ.ს. მარჯვენა ხელზე რა დაგემართა? — G.G. 17:41, 24 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მადლობა! გრძელი ისტორიაა გიო :). - ოთოჯი განხილვა 14:38, 25 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ოთო მიხარია, შენი დაბრუნება. --JABA 1977 14:45, 25 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გაიხარე ჯაბა! - ოთოჯი განხილვა 14:47, 25 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

კითხვა

თქვენ რა შუაში ხართ საერთოდ რო მიშლით სტატიას, არასწორი საქციელია ეგწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 178.134.142.145 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მოგესალმებით...ოპტიმიზაციის გეგმა იყო შენუშავებული,რომელიც უამრავ საკითხთან ერთად ქალაქის ტერიტორიის ზრდასაც მოიცავდა მიმდებარე სოფლების (ინგირის,რუხის ნაწილის,ახალაბასთუმანის,ჭიტაწყარის ) შემოერთებით... ეს გეგმა გადაიდო და მერის არჩევის შემდეგ რამდენიმე კვირაში განხორციელდა... დოკუმენტი არ გამაჩნია,მაგრამ ზუგდიდში რომ ჩავალ(ალბათ იანვრის თვეში) ვთხოვ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას, იქნებ ამდოკუმენტის ასლი გადმომცეს (თუ ეს შესაძლებელი არის) დადაგიკოპირებთ... თუმცა ამ სოფლების შემოერთებამდეც(თუნდაც 2009-წელს) ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობა არ იყო 69 000,და არც ტერიტორია 16-კმ კვადრატი)... თუ შეიძლება მომწერეთ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია...როგორც ვიცი წყაროს გარეშე არვ ბეჭდავთ არაფერს...

rafaelnadali

მოგესალმებით...ოპტიმიზაციის გეგმა იყო შენუშავებული,რომელიც უამრავ საკითხთან ერთად ქალაქის ტერიტორიის ზრდასაც მოიცავდა მიმდებარე სოფლების (ინგირის,რუხის ნაწილის,ახალაბასთუმანის,ჭიტაწყარის ) შემოერთებით... ეს გეგმა გადაიდო და მერის არჩევის შემდეგ რამდენიმე კვირაში განხორციელდა... დოკუმენტი არ გამაჩნია,მაგრამ ზუგდიდში რომ ჩავალ(ალბათ იანვრის თვეში) ვთხოვ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას, იქნებ ამდოკუმენტის ასლი გადმომცეს (თუ ეს შესაძლებელი არის) დადაგიკოპირებთ... თუმცა ამ სოფლების შემოერთებამდეც(თუნდაც 2009-წელს) ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობა არ იყო 69 000,და არც ტერიტორია 16-კმ კვადრატი)ორივე მონაცემიმეტი იყო... თუ შეიძლება მომწერეთ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია...როგორც ვიცი წყაროს გარეშე არვ ბეჭდავთ არაფერს...წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Nadalirafael (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვუპასუხე მომხმარებელს მისსავე განხილვის გვერდზე. - ოთოჯი განხილვა 15:02, 18 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მოგესალმებით... ვნახე თქვენი ცვლილებები და გამიკვირდა რომ ასეთ ცნობებს ეყრდნობით,სადაც მოსახლეობის რაოდენობაზე კი არა კლიმატის ცვლილებაზეა თემა და იქ მოპოვებული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს თუ დევნილებს არ ჩავთვლით მოსახლეობის ნაწილად... თან,ქალაქს რომ დავანებოთ თავი მთლიანად რაიონში(ქალაქიან სოფლიანად) 177,000 ზე მეტია...გთავაზობთ სოც.მომსახურების სააგენტოს მონაცემს,რომლებიც სახელებით და გვარებით აღწერილ ადამიანთა რაოდენობას ეყრდნობაhttp://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=470 ... მე თქვენ არ გედავებით უბრალოდ მინდა, რაც შეიძლება სწორად ეწეროს თქვენს საიტზე ინფორმაცია...თორემ რას დაწერთ და რას დაეყრდნობით ეგ თქვენი ნებაა... მე კი როდესაც იქ ჩავალ და შევძლებ დოკუმენტის მოძიებას, აუცილებლად დაგიკოპირებთ... გმადლობთ...წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Nadalirafael (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვუპასუხე მომხმარებელს მისსავე განხილვის გვერდზე. - ოთოჯი განხილვა 12:13, 19 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]