მომხმარებლის განხილვა:Jaba1977/არქივი 19

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

მოსალმება

გაგიმარჯო წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Mr. Lomia (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ჯაბა დამეხმარე, თუ აქ ხარ.viking 14:07, 18 იანვარი 2016 (UTC)

აქ ვარ რა ხდება? --ჯაბა 1977 14:11, 18 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

Instagram-ზე სტატიის დაწერა მინდა და რომელი ინფოდაფა საჭიროა, ხომ არ იცი? viking განხილვაწვლილი 14:12, 18 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

Facebook ამ სტატიაში გამოყენებულია თარგი:ინფოდაფა ვებსაიტი. ეს გამოგადგება. --ჯაბა 1977 14:16, 18 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

მადლობა!!! viking განხილვაწვლილი 14:25, 18 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა თუ აქ ხარ გადახედე რა ამ სტატიას, სიმღერის გარეკანის სურათი ვერ დავურთე. წინასწარ მადლობა! viking განხილვაწვლილი 14:10, 24 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ეს სურათი ვიკისაწყობში არაა და ამიტომ ვერ გამოიყენებ ქართულ ვიკიპედიაში. ამიტომ სტატიიდან ამოვშალე. --ჯაბა 1977 14:13, 24 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

და ინგლისურ ვიკიში როგორ გამოიყენეს? viking განხილვაწვლილი 14:24, 24 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ადგილობრივად ატვირთეს. --ჯაბა 1977 14:26, 24 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ჩვენ ისე ვერ გავაკეთებთ? viking განხილვაწვლილი 14:26, 24 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

შესაძლებელია აქედან, მაგრამ რა ლიცენზია უნდა არ ვიცი. მე მხოლოდ ჩემს გადაღებულ ფოტოებს ვტვირთავ. --ჯაბა 1977 14:33, 24 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

განხილვის გვერდის დაარქივება[წყაროს რედაქტირება]

და მაშინ არქივიზაცია ან სხვა რამე მირჩიე, რომ ხელი არ შემაშალოს იმდენი რაღაცა. viking განხილვაწვლილი 19:54, 27 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებლის განხილვა:Mehman Ibragimov/არქივი 1 - მთელი შენი განხილვა აქ შეგიძლია ჩააკოპირო და მერე საკუთარ განხილვის გვერდზე ისე ჩასვა როგორც ჩემს გვერდზეა აქ. --ჯაბა 1977 19:57, 27 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ახლა ნახე. viking განხილვაწვლილი 21:15, 27 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

მე ვფიქრობ მთლიანად უნდა დაგეარქივებინა. მაგრამ ეგ შენი ნებაა, რასაც გინდა დატოვებ, რასაც გინდა დააარქივებ. თუმცა როგორც წესი ბოლო და თანაც იმჟამად აქტიურ მიწერ-მოწერას ვტოვებთ ხოლმე, დანარჩენს კი არქივში ვუშვებთ. --ჯაბა 1977 03:40, 28 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

შესრულდა! viking განხილვაწვლილი 12:30, 28 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

დროშა (ვიკიპროექტი)[წყაროს რედაქტირება]

ეს ნახე და მითხარი როგორია! მეჰმან იბრაგიმოვი 21:09, 31 იანვარი 2016 (UTC)

სავიზო პოლიტიკა[წყაროს რედაქტირება]

ჯაბა აქ თუ ხარ მომწერე (აქვე)! მეჰმან იბრაგიმოვი 16:00, 23 თებერვალი 2016 (UTC)

აქ ვარ. რა ხდება? --ჯაბა 1977 16:04, 23 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

Visa requirements for Azerbaijani citizens ეს როგორ ჩავწერო ქართულ ვიკიში? მეჰმან იბრაგიმოვი 16:09, 23 თებერვალი 2016 (UTC)

სავიზო მოთხოვნები აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის. --ჯაბა 1977 16:11, 23 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

მადლობა :) მეჰმან იბრაგიმოვი 16:12, 23 თებერვალი 2016 (UTC)

ვიკიგაზაფხული 2016-ის თარგი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, თქვენი დახმარება მჭირდება.დავწერე სტატია და მინდა ჩავსვა ვიკიგაზაფხული 2016-ის თარგი, თუმცა სად უნდა ჩავსვა ეს თარგი ვერ მივხვდი --ლუკა ღოღობერიძე განხილვაწვლილი 15:19, 13 აპრილი 2016 (UTC)[უპასუხე]

სტატიის განხილვის გვერდზე უნდა ჩასვა ეს თარგი: {{ვიკიგაზაფხული 2016}}. --ჯაბა 1977 15:55, 13 აპრილი 2016 (UTC)[უპასუხე]

მადლობთ --ლუკა ღოღობერიძე განხილვაწვლილი 15:57, 14 აპრილი 2016 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ დაასწარი[წყაროს რედაქტირება]

მომხმარებლის განხილვა:აკაკი ფაჩულია — მსურდა სტატიის შექმნელს ესწავლა. --ცანგალა () 09:22, 2 ივლისი 2016 (UTC)[უპასუხე]

მაინცდამაინც სამწუხაროდ არა. :) --ჯაბა 1977 09:25, 2 ივლისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა გამარჯობა,

მწვანე ბარათის შესახებ დავიწყე ამასწინათ გვერდის შექმნა და ვაპირებდი შემდგომში უფრო მეტი ინფორმაციის დამატებას, მაგრამ თქვენგან მივიღე შეტყობინება რომ არ შეიცავს საჭირო ინფორმაციას. გთხოვთ მომწეროთ რა აკლია კონკრეტულად რომ დავამატო და გამოქვეყნება შევძლო. ცნობისთვის, მე საემიგრაციო ადვოკატი ვარ და ამერიკაში ვმოღვაწეობ. ამიტომ საემიგრაციო კანონმდებლობასთან დაკავშირებით რასაც გამოვაქვეყნებ ეს ჩემი კვალიფიკაციაზე დაყრდნობით იქნება და სანდო წყაროსაც მივუთითებ.

გმადლობთ.

პატივისცემით, გივი ქუტიძე

შეგიძლია ნახო[წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედია:ყავახანა/პოპულარიზაცია -ცანგალა () 13:17, 22 ივლისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა პირველად ვნახე. ჩემს მოსვლამდეა ატვირთული. თუმცა ამას და ბექას გაკეთებულ ვერსიას შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. ვიღიმი --ჯაბა 1977 14:00, 22 ივლისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა, გამარჯობა. მადლობელი ვიქნები, თუ ამას გადახედავ და ისიც მაინტერესებს, ინფოდაფაში წყარო როგორ ჩავამატო. მადლობა Burduli განხილვაწვლილი 10:30, 24 ივლისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ნიკა ხვალ საგამომდე ვერ ვიქნები კოპიუტერთან.— ჯაბა 1977 12:04, 24 ივლისი 2016 (UTC)[უპასუხე]

უკვე ჩავამატე სქოლიო, ეგ აღარაა პრობლემა. ისე, მერე, როცა მოიცლი, მაინც გადახედე. ახლა უკვე აქ არის. Burduli განხილვაწვლილი 13:18, 24 ივლისი 2016 (UTC) და ამასაც...[უპასუხე]

ჯაბა, გამარჯობა! ხომ არ იცი, რუსულიდან НССК (ნაცისტური გერმანიის რომელიღაც სამხედრო ორგანო უნდა იყოს) როგორ გაიშიფრება? მადლობა. — ßurduli განხილვაწვლილი 06:20, 4 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]

ეს რუსული აბრევიატურაა და თავად სტატიამ უნდა მიგახვედროს რას ნიშნავს. სამწუხაროდ არ ვიცი რომელი სტატიიდან თარგმნი. --ჯაბა 1977 06:25, 4 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]
უკვე ვნახე. ისე, აქედან იყო. — ßurduli განხილვაწვლილი 06:49, 4 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]

ჩემთვის შეცდომით მოგწერია НСКК იყო და არა НССК. ისე კარგია რომ თავად მოძებნე. --ჯაბა 1977 06:55, 4 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია:ვიკის უყვარს ძეგლები 2016[წყაროს რედაქტირება]

გაამრჯობა, შევედი თქვენი რეკომენდაციით მოცემულ გვერდზე ვიკიპედია:ვიკის უყვარს ძეგლები 2016/ძეგლების სია/შიდა ქართლი/გორის მუნიციპალიტეტი, მაგრამ ვერ ვტვირთავ ფოტოებს, უკვე ატვირთულია საიტზეო.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Lomouripapuna (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

იგივე ფოტოებს არ აგიტვირთავს ხელახლა თუ ისინი არ წაშალა საწყობის ადმინისტრატორმა. სხვა სცადეთ ისე, როგორც მე მოგწერეთ. — ჯაბა 1977 17:27, 1 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ჩემი გადაღებული სხვა ფოტოები არ მაქვს, არ შეიძლება საწყობის ადმინისტრატორმა წაშალოს ეს შეცდომით ატვირთული ფოტოები? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Lomouripapuna (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

თავად უნდა მიმართოთ და წაშლიან. --ჯაბა 1977 13:19, 2 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ხომ ვერ დამაკვალიანებთ, საიდან ხდება ამ მიმართვის განხორციელება? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Lomouripapuna (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ფოტოს რედაქტირებაში უნდა შეხვიდეთ და ჩაუსვათ თარგი {{delete}}— ჯაბა 1977 06:22, 3 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

WLM-ის ვიკიორდენი[წყაროს რედაქტირება]

WLM-ის ვიკიორდენი
ბევრმა არა, მაგრამ მე ვიცი, რამდენად დიდი წვლილი მიგიძღვის ამ პროექტის განხორციელებაში და რამდენად ძვირია შენი ატვირთული ფოტომასალის ფასი, ჯაბა ვიკიმასწავლებელო!!! რაც შენ შეძელი, იმ მუხლჩაუხრელი შრომის ბოლომდე ანაზღაურება არ შემიძლია, თუმცა მადლიერების მცირედ საწონად განიჭებ ამ ვიკიორდენს!!!— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 16:05, 3 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
ბექა, მეცხრე წელია ვიკიპედიაში ვმუშაობ, ბევრი ორდენი, მედალი, მუზაც კი მიმიღია, წესით ალბათ ნაკლებად უნდა გამხარებოდა მორიგი ორდენი, მაგრამ ეს რაც ახლა და გააკეთე წავიკითხე და რაც ახლა მოვისმინე შენგან ძალიან მესიამოვნა, მადლობა ვიკიმოსწავლევ! — ჯაბა 1977 16:44, 3 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ბაშკირებთან თანამშრომლობა[წყაროს რედაქტირება]

Привет, Джаба!
Зайди ВК, обсудим наше возможное сотрудничество ) Borovi4ok განხილვაწვლილი 14:11, 8 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
Hi, CEE Spring 2016 participant! I am sorry for writing in English. The international organisers of the contest ask you to complete the survey about the contest. It is very short. It gives us a bit of statistics and helps make the next contest better. Please complete the survey here: https://wikimedia.qualtrics.com/jfe/form/SV_eLP1PKZWjSpIi45 Best regards,
-- Ата via MassMessage 13:28, 10 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ოქროს ვიკიორდენი[წყაროს რედაქტირება]

დახმარების ვიკიორდენი
ამ ვიკიორდენს განიჭებ იმ დახმარებისა და თანადგომისთვის რაც შენ გამოიჩინე ჩემს, როგორც ახალ ვიკიპედიელის მიმართ! -- Mehman 97 15:37, 14 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
მეჰმან, დიდი მადლობა. კოცნა კვლავ შენს გვერდით მიგულე. --ჯაბა 1977 15:46, 14 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

აბუ ლ-ალა განჯევი[წყაროს რედაქტირება]

Коллега, вы уверены, что человек живший в XII веке мог быть "азербайджанским поэтом"? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Taron Saharyan (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

Да, в источнике точно так! — ჯაბა 1977 13:42, 26 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

განსაკუთრებული ვიკიორდენი[წყაროს რედაქტირება]

განსაკუთრებული ორდენი
ჯაბა! რამდენი ახალი მომხმარებლიც არ უნდა დარეგისტრირდეს, შენ ყველას დიდ მხარდაჭერას და დახმარებას უწევ, რის გამოც მინდა მთელი გულით და სულით მადლობა გადაგიხადო. ვიღიმიUndDerDie 16:20, 1 ოქტომბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
მადლობა ნიკა, გაიხარე. — ჯაბა 1977 16:56, 1 ოქტომბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
ღირსების I ხარისხის ვიკიორდენი.
ჯაბა, მე მინდა ეს ვიკიორდენი გადმოგცე არა მხოლოდ იმისათვის, რაც ამ დღეებში ვიკიპედიის ახალ სტატიებში ხდება — ასობით ახალი სტატია და მრავალი ახალი ვიკიპედიელი სურამიდან — არამედ ზოგადად, იმ ღვაწლისთვის, რაც შენ ქართული ვიკიპედიისადმი გაგაჩნია; არაერთი ვიკიპედიელის (მათ შორის ჩემი) აღზრდისთვის, 10 000-ზე მეტი ახალი სტატიისთვის, ყველაფერი იმისთვის, რაცას შენ ამ საკაცობრიო საქმისთვის უკვე 8 წელზე მეტია აკეთებ. შენ და ვიკიპედია უკვე ერთარსება ხართ, განუყოფელი ნაწილი. ქართული ვიკიპედიის სახელით გიხდი მადლობას და გისურვებ, მრავალი წელი გეყოს ეს შემართება. მოდი, შევთანხმდეთ, რომ ათობით წლის შემდეგ, ჯოხებით ან თუნდაც შშმპ ეტლით მივალთ ვიკიშეხვედრაზე, ახალი თაობის ვიკიპედიელების გარემოცვაში. P.S. ეს ორდენი უკვე გაქვს, მაგრამ ვერ ვნახე ისეთი, რომელიც არ გექნებოდა. — Mikheil მიწერა 19:42, 5 ოქტომბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

მიშა დიდი მადლობა. მადლობა ამ სიტყვებისთვის, მადლობა იმისათვის რომ შეგიძლია შეაფასო და დააფასო ადამიანის ღვაწლი. მადლობა თანადგომისათვის. მე ვიკიპედიელი ვარ სულით და გულით. დღეს პედაგოგების დაჯილდოება იყო. რაიონში სულ 10 პედაგოგი დაგვაჯილდოეს და იცი როგორ გამომაცხადეს: ჯაბა ლაბაძე - ქართული ვიკიპედიის რედაქტორი ხაშურიდანო და არა სამსახურის სახელით. მიმიხვდები ალბათ, როდესაც იმიჯი უკვე ასეთი გაქვს ძნელია დატოვო ეს საქმე, ძნელია მოწყდე იმას, რასაც ამდენი ხანი აკეთებ. გპირდები რომ 102 წლის ასაკშიც მოვალ ვიკიპედიელების შეხვედრაზე :) --ჯაბა 1977 20:30, 5 ოქტომბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

Greetings.

Could you create the article en:National Museum of History of Azerbaijan in Georgian, like the article სომხეთის ეროვნული ისტორიული მუზეუმი you created?

Thank you.

Menikure განხილვაწვლილი 20:49, 22 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიის აზიის თვე[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა Jaba1977! თქვენ მონაწილეობა მიიღეთ ვიკიპედიის აზიის თვეში და პროექტის ფარგლებში დაწერეთ 4 ან მეტი სტატია, რის გამოც თქვენ ორგანიზატორებისგან მიიღებთ თემატური დიზაინის ღია ბარათს, აგრეთვე ყველაზე მეტი სტატიის დაწერისთვის ვიკიპედიის ელჩის სერთიფიკატს. ბარათის მისაღებად გთხოვთ მომაწოდოთ თქვენი სრული საფოსტო მისამართი ამ გვერდის საშუალებით პატივისცემით კონკურსის ორგანიზატორი— დათო1010 12:03, 2 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]


მიხო მოსულიშვილი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. თქვენი 1 დეკემრის რედაქტირების შემდეგ მიუწვდომელი გახდა თარგის „ინფოდაფა:მწერალი“ ჩასწორება, არადა იქ ამ ავტორს საქმიანობის ჩამონათვალში უწერია, რომ არის „ენათმეცნიერი“, რაც შეცდომაა და არ შეესაბამება სიმართლეს. ასევე, ამავე ინფოდაფაში „დაბ. თარიღი 10 დეკემბერი 1962[1]“ - ციფრი ერთიანი კვადრატულ ფრჩხილებში - სქოლიოში მიუთითებს ბმულს - ↑ Library of Congress Name Authority File - აქ არ იძებნება ეს ავტორი, მაგრამ აი, ამ ბმულზე - [[1]] არის და ამის შესწორებაც შეუძლებელია უკვე ჩემგან. გთხოვთ, დამეხმაროთ, პატივისცემით, --Mimos განხილვაწვლილი 12:37, 2 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ, აღნიშნული ინფოდაფა, რომელიც თქვენს სტატიაში იყო, გადავიდა ახალ სტანდარტზე, ამის გამო ნებისმიერი ინფორმაცია თქვენ უნდა შეიტანოთ ვიკიმონაცემების გვერდზე, რომ ავტომატურად აისახოს სტატიაში. — ჯაბა 1977 12:48, 2 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

Congratulations! You have more than 4 accepted articles in Wikipedia Asian Month! Please submit your mailing address (not the email) via this google form. This form is only accessed by me and your username will not distribute to the local community to send postcards. All personal data will be destroyed immediately after postcards are sent. Please contact your local organizers if you have any question. Best, Addis Wang, sent by MediaWiki message delivery განხილვაწვლილი 07:58, 3 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

Done --ჯაბა 1977 10:41, 3 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა, გილოცავთ დაბ. დღეს, საუკეთესო სურვილებით--Zangala განხილვაწვლილი 20:15, 22 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ! — UndDerDie () 20:20, 22 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
აქეთაც გილოცავ! — Mehman 97 20:21, 22 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
გილოცავ, ჯაბა! კეთილი სურვილებით ვიკიშიც და ვიკის გარეთაც. George.G განხილვაწვლილი 07:24, 23 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
გილოცავ!. - OTOGI Messages 09:12, 23 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
გილოცავთ, ჯაბა მასწავლებელო! გისურვებთ წარმატებებს და ყოველივე კარგს. ♥ — Lika Kharazishvili 12:14, 23 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]



აქაც გილოცავ ჯაბა!!!~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 12:46, 23 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
გილოცავ ჯაბა, მრავალს დაესწარი. – BruTe () 14:02, 23 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
ჯაბა, გილოცავ, გისურვებ წარმატებებს!— Mikheil მიწერა 18:18, 23 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა ყველას, გაიხარეთ! — ჯაბა 1977 20:03, 23 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ქართლ-კახეთის სამეფო[წყაროს რედაქტირება]

ქართლ-კახეთის სამეფო — როგორც ისტორიის პედაგოგმა გთხოვ გადახედო სტატიას, ოღონდ დამთავრების შემდეგ. --Zangala განხილვაწვლილი 15:58, 25 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

კარგი, დაგელოდები. — ჯაბა 1977 15:59, 25 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
სტატია დავასრულე. საინტერესოა რა იქნება ცვლილება. მადლობა.--Zangala განხილვაწვლილი 10:19, 26 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
ცვლილება ძალიან ბევრი გაქვს შესატანი. პრაქტიკულად ვიკიფიცირება არც გაგიკეთებია, თან რაც შეეხება შინაარსობრივად გადახედვას ქსე-ს ნულოვანი ტომიდანაა გადმოტანილი და არც საჭიროებს გადამოწმებას, რაგდან წყარო რეალურია. --ჯაბა 1977 15:36, 26 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]