მომხმარებლის განხილვა:Jaba1977/არქივი 13

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯაბა გამარჯობა, ერთი კითხვა მაქვს, ჩემი შექმნილი თარგი რამოდენიმეჯერ შეასწორე და ზოგი დეტალი მოაკელი, მაინტერესებს რამე წესი გვაქვს ქართულ ვიკიში ასეთ თარგებთან დაკავშირებით და მე არ ვიცი ? --Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 18:29, 4 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა კვარკი, მივესალმები შენს მიერ ესტონეთის თარგების შექმნას, ძალიან მიხარია. ახლა პასუხი. პირველი: რაც აქ ჩემს მიერ შექმნილებია შესწორებული, ყველაფერზე რომ რეაქცია მქონოდა, დღეს იმაზე მეტი წვლილი მექნებოდა რაც მაქვს. მეორე (და მთავარი): როდესაც თარგი მოცულობით პატარაა დახურვას არ ვუკეთებთ და უმჯობესი ქნება თუ ღიად დავტოვებთ, ვხურავთ მხოლოდ ისეთ თარგებს როგორიცაა თარგი:ხაშურის მუნიციპალიტეტის ტაძრები ან თარგი:გორის მუნიციპალიტეტი. წარმატებები. --ჯაბა ლაბაძე 18:35, 4 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
მთავარი პასუხი გასაგებია, მაგრამ აი წვლილზე რაღაც ვერ მივხვდი ეგ რა მოსატანი იყო ვიღიმი. და კიდევ ერთი კითხვა, წარწერების ცენტრში გაკეთება რაღა მიზეზით არის აკრძალული ? --Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 18:47, 4 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

წვლილზე ვიხუმრე :) აი რაც შეეხება სახელწოდებების ცენტრში დაწერის გაუქმებას და კიდევ <br /> ამ კოდის ამოღებას, როდესაც ეს თარგი ქალაქებში ჩასვი ფორმა დაკარგა ხუთ ხაზზე გადაიტანა და ძალიან ცუდი დასანახი იყო. აწი ენდე ჩემი და სხვა კოლეგების გამოცდილებას. :) --ჯაბა ლაბაძე 18:51, 4 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

ერთის მხრივ და მეორეს მხრივ[წყაროს რედაქტირება]

ჯაბა დაერია ერთსაც და მეორესაც. )))) --Pirtskhalava განხილვაწვლილი 21:56, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

კი. ჯვაროსნული ლაშქრობა გამოვუცხადე. ცოტა დამრჩა და ხვალე დავამთავრებ. :) --ჯაბა ლაბაძე 21:59, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

უწინ მხოლოდ ასე წერდნენ, ძველი დროიდან გამოყოლილი ენობრივი ცოდვაა. ))) ხაშურელია, სხვათაშორის, ჩვენი დროის დიდი ორიენტალისტი გ. ლობჟანიძე. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 22:02, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჰო. არადა თანამედროვე ნორმებით შეცდომაა. მე და გიორგის საერთო ნათესავები გვყავს. თუმცა სამწუხაროდ პირადად არ ვცნობ. ძალიან ვაფასებ. --ჯაბა ლაბაძე 22:06, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

მიხარია. ძალიან კარგი ადამიანიცაა. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 22:07, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

მე მაღიზიანებს ორმაგი და ცალფა უარყოფის თანაარსებობა. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 22:08, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

შოტლანდიური ენა[წყაროს რედაქტირება]

გთხოვთ, დამეხმაროთ აქ და აქ. :) --ხაშურელი განხილვაწვლილი 15:31, 9 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

მაშ ასე მიდლტონს რაც შეეხება ეს უნდა თარგმნო და შექმნა გვერდი მიდლტონი (მრავალმნიშვნელოვანი) და მერე ბოლოს ჩაუსვა {{მრავალმნიშვნელოვანი}}. რაც შეეხება შოტლანდიურ ენას, განხილვის გვერდზე დავწერ. --ჯაბა ლაბაძე 15:36, 9 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა, 2013 წლის დღეებს გააკეთებ მთელ წელს?--ცანგალა () 16:06, 9 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელი:Giorgi13/სავარჯიშო 2 გაითვალისწინეთ და შექმნისას დაგეხმარებათ, ყოველ შემთხვევაში მე მიადვილებს ხოლმე... — GIO→13 16:10, 9 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
შევეცდები ცანგალა, მაგრამ ერთდროულად ვერ შეგპირდებით. დღეს იანვარს დავამთავრებ. შემდეგ სხვა თვეებსაც მივხედავ ამ თვეში. გიორგის მადლობა. --ჯაბა ლაბაძე 17:08, 9 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
კარგი. მე არ ჩავერევი. ისე ვერც ვხვდები როგორ უნდა გაკეთდეს, რადგან მე სხვანაირად ვქმნიდი.--ცანგალა () 17:17, 9 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
ცუდად ვაკეთებ? გავჩერდები თუ არასწორად ვქმნი. --ჯაბა ლაბაძე 17:18, 9 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მითხარით. ერთი შეკითხვა დამრჩა: როდესაც ძიებაში მიდლტონს წერ, გადადის აქ და არა აქ, როგორ შეიძლება ამის მოგვარება?--ხაშურელი განხილვაწვლილი 16:34, 9 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

რამდენიმე დღე სჭირდება ძიებაში გამოჩნდეს ახლადშექმნილი სტატია. ესეც გამოჩნდება. --ჯაბა ლაბაძე 17:10, 9 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

სალამი, ჯაბა, მადლობა, რომ ეგ გააკეთე (Sounds of the Universe-ში). ეგ საერთოდ ცალკე პროცესია და ნელ-ნელა სტატიებში ვასწორებინებ ჩემს ბოტს მაგეებსაც ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 19:02, 9 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

არაფრის. სადაც წავაწყდები ყველგან ვაკეთებ მაგ ცვლილებას, მაგრამ ბოტი უფრო სწრაფად გააკეთებს. --ჯაბა ლაბაძე 19:06, 9 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
წლის ფოტოგრაფი
Jaba1977! გილოცავთ თქვენ გაიმარჯვეთ 2012 წლის „წლის ვიკიპედიელის“ კონკურსში ნომინაციაში „წლის ფოტოგრაფი“! --დათო1010 09:31, 13 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
გმადლობთ! :) --ჯაბა ლაბაძე 10:37, 14 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

ინგლისურ ვიკიში პირდაპირ ასე წერია: founded May 1, 1938 --მიხეილ მიწერა 05:33, 21 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

კი მიშა მართლაც მასე წერია: Kunda is a town (founded May 1, 1938) in Estonia. მაგრამ ეგ სიტყვები კონტექსტურად ნიშნავს ქალაქის (როგორც სტატუსის) მიღებას და არა როგორც დასახლების დაარსებას. ამის საფუძველს მიმყარებს რუსული ვიკიპედიის ტექსტი в 1938 году он получил статус города. გარდა ამისა ამ სტატიაშიც (და მის ინგლისურ ვარიანტშიც) ასეა მითითებული. --ჯაბა ლაბაძე 08:38, 21 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

სწრაფი ღილაკები[წყაროს რედაქტირება]

სალამი ჯაბა. თუ გახსოვს, შეხვედრაზე რომ გითხარი სწრაფ ღილაკებზე, ეს არის. შენს common.js-ში გადააკოპირე თუ გინდა და აქ დატესტე. :) – BruTe () 17:38, 21 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

კი მახსოვს სანდრო. გაიხარე მადლობა. --ჯაბა ლაბაძე 17:44, 21 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

„მრავალმნიშვნელოვანი“[წყაროს რედაქტირება]

გთხოვთ აქაც (ანთალია) ჩაასწორეთ იგივე რაც (ორდუ) აქ ჩაასწორეთ--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 13:25, 27 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

თქვენც შეგიძლიათ ჩაასწოროთ. --ჯაბა ლაბაძე 13:31, 27 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
მე რაც მივიჩნიე გასაკეთებლად შევქმენი (ორდუ), როგორც გამოჩნდა თქვენ უკმაყოფილო იყავით ამით და გარკვეული ცვლილებები შეიტანეთ, აქედან გამომდინარე თუ ეს ცვლილებები მართებული იყო, გთხოვთ იგივე განახორციელოთ სხვა სტატიებზეც--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 13:43, 27 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

უკმაყოფილო რატომ უნდა ვყოფილიყავი როდესაც ახალი გვერდი შეიქმნა? უბრალოდ სტანდარტული სახე მივეცი. შენც რომ ისწავლო აწი როგორ უნდა შეიქმნას მრავალმნიშვნელობის გვერდები შეგიძლია მითითებული გვერდი ჩაასწორო (შეგიძლია არ ჩაასწორო). როგორც ჩანს უკმაყოფილო შენ ხარ, რადგან შენი შექმნილი გვერდი ჩაასწორეს. გირჩევ, ვიკიპედიაში მუშაობა თუ გინდა ეგ ნუ გაგაღიზიანებს. და კიდევ მე რას და როდის განვახორციელებ ვიკიპედიაში ეს ჩემი საქმეა და აქ ვერავინ დამვალდებულებს. მე დავამთთავრე. ამ თემაზე დროს აღარ დავკარგავ. --ჯაბა ლაბაძე 13:55, 27 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

მემგონი თქვენ უფრო გჭირდებათ იმის სწავლა თუ როგორ უნდა იქცეოდეთ ვიკიპედიაში და როგორ უნდა იქცეოდეთ სხვა მომხმარებლებთან. ჩემს ნაწერში ვალდებულება არ არის ნახსენები, და თუ თქვენივე კომენტარის ნაწილის პერიფრაზირებას მოვახდენ მეც ვიტყვი რომ რას ვისწავლი და რას არა ეს თქვენი გადასაწყვეტი არაა. ვიმეორებ თუ ასე კარგად გეხერხებათ და იცით სტანდარტიზაცია, რომ თქვენს გარდა სხვა მომხმარებლის ნაშრომს ვერ დაეყრდნობა ადამიანი მაშინ გთხოვთ მსგავი სტანდარტირებები განახორციელოთ სხვა მსგავს სტატიებშიც (ანთალია) .--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 14:13, 27 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

უკომენტაროდ. --ჯაბა ლაბაძე 14:15, 27 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიის სტატია არ არის...[წყაროს რედაქტირება]

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

თქვენს ერთ-ერთ სტატიაში წერია შემდეგი რამ „ეკლესია მოხატული ყოფილა. მხატვრობა XVI საუკუნის II ნახევარში უნდა იყოს შესრულებული., როგორც ამ ტექსტიდან ჩანს თქვენ არ ფლობთ უტყუარ მოსაზრებას და ფაქტს და აყენებთ ვარაუდს. გთხოვთ გაეცანოთ ვიკიპედიის ამ გვერდებს: ვიკიპედია:გადამოწმებადობა, პირადი ესსე და მიუთითოთ სანდო წყარო ან წაშალოთ ეს ინფორმაცია.--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 11:08, 29 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

უტყუარი წყარო არ არსებობს. ვინაიდან ისტორია არაა ზუსტი მეცნიერება, ხშირად მიახლოებით თარიღებს იძლევიან მკვლევარები. მატნის ცხრაკარას მოხატულობა სტილის მიხედვით დათარიღებულია მე-16 საუკუნით, თუმცა დამთარიღებელი არ გამორიცხავს სხვა თარიღსაც. ამაზე მიუთითებს ეგ წინადადება და არა იმაზე, რომ ჯაბამ თავისი ვარაუდი დაწერა. წყაროები მითითებულია. Deu. 11:22, 29 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია რასაც შენ წერ, მაგრამ სტატიის კითხვისას არ ჩანს, რომ ეს ვინმე სხვა ავტორის არის და იკითხება, როგორც სტატიის ავტორის მოსაზრება. თუ ეს რომელიმე წყაროდანაა ამოღებული ამისთვის არსებობს „<ref> ... </ref>“--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 11:40, 29 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
და კიდევ ერთი „ეკლესია მოხატული ყოფილა.“ ამ წინადადებით გამოდის, რომ ამ სიტყვების ავტორმა აქამდე არ იცოდა, რომ ეკლესია მოუხატავთ, ვიკიპადია კი მარტო ერთი ავტორის თუნდაც ისტორიკოსიის ვარაუდს არ უნდა ენდობოდეს. სიტყვა „უნდა"-სა და „ალბათ“-ს შორის დიდი განხსვავებაა. როგორც მინიმუმ ეს პირველ პირში მაინც არ უნდა იყოს დაწერილი.--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 11:54, 29 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
პირველ პირს სად ხედავ კაცო ვიღიმი. მოხატული ყოფილა — ეს ვარაუდი არაა. აქ ნათქვამია, რომ მოხატული იყო და აღარაა. ავტორმა აქამდე არ იცოდა რას ქვია კაცო? ვერ ვიგებ... P. S. რატომ ჩავერიე აქ: სტატია ჯაბას დაწერილია, მაგრამ არაა ჯაბასი. სტატიის შინაარსობრივ თუ სტილისტურ გამართულობასთან თუ იქნება სჭირო განხილვა, გაითვალისწინე ხოლმე, რომ განხილვის გვერდზე დაიწეროს უნდა ყველაფერი. Deu. 12:13, 29 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
ეს წესები რატომღაც მარტო შედარებით ახალ მომხმარებლებთნ გახსენდებათ, გადმოდი ჩემი განხილვის გვერდზე და ნახე რამდენი ასეთი განხილვაა. შერჩევით ნუ ადგენთ „წესებს“! და კიდევ სტატია რომ წაგეკითხა აქ ზოგ რამეს არ დაწერდი, მოხატულობა დღესაც არსებობს !--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 13:52, 29 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
ობიექტურობას ცდილობ დავით, მაგრამ მგონი არ გამოგდის--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 13:56, 29 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

პასუხი გაცემულია. --ჯაბა ლაბაძე 13:13, 29 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

ობიექტურობა — ამ სიტყვას ისე ათამაშებთ, თითქოს ბავშვის საჩხარუნო იყოს. ვიკიპედიის განხილვების ისტორიას გადახედე, გიორგი, და ნახე ვინაა ობიექტური.
უფრო მეტი ობიექტურობა თუ გინდა, მაშინ პირდაპირ გეტყვი, რომ ინტრიგანი ხარ ვიღიმი. სტატიას წყაროები აქვს მითითებული. შენ დაობ წინადადების სტილისტურ გამართულობაზე? მაშინ ჯაბასთან რა გინდა? და თუკი წყაროს არქონაზე დაობ, მაშინ წინადადების მხოლოდ სტილისტურმა (და არა შინაარსობრივმა!!!) შესწორებამ რატომ მოხსნა ყოველგვარი პრობლემა? თუ მხოლოდ სტილისტურ გამართულობას ეხებოდა შენი შენიშვნა თავადაც შეგეძლო შესწორება, თუ დარწმუნებული არ ხარ, განხილვის გვერდია საჭირო. ჯაბასადმი შენი მიმართვა, სწორედ რომ გამაღიზიანებელია და ნებისმიერ მომხმარებელს ეწყინებოდა, მათ შორის მეც და, თუკი ობიექტურობა შეგიძლია, მიხვდები, რომ შენც. ლიტერატურაში მაგ ფაქტის გადამოწმება თავისუფლადაა შესაძლებელი, ასე რომ წყაროს ტყუილად ითხოვ.
რაც შემეხება მე, მე ერთი ადამიანი ვარ, მრავლობითში საუბარი ჩემს მიმართ არ ღირს. ჩემი მრალობითში მოხსენიება და ვიღაცებთან გაერთიანება კი, სწორედ რომ შენს სუბიექტურობაზე მეტყველებს. მეორეც, სწორედ ახალ მომხმარებლებს ჭირდებათ დაკვალიანება — დაკვალიანება და არა შეტევა. არ ვიცი სხვები გიტევენ თუ გაკვალიანებენ, მაგრამ მე ვეცადე დამეკვალიანებინე. სამწუხაროა, რომ შენ ეს შეტევად აღიქვი. გამაღიზიანებელია ახალი მომხმარებლისათვის რაიმე სახის სწავლება? Deu. 14:15, 29 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
ადმინი ხარ და არ გესწავლება, რომ როდესაც სტატია შემოწმებულია ასეთი ელემენტარული შეცდომები არ უნდა იყოს იქ. სტილისტურის გარდა ეგ შინაარსობრივი შეცდომაც იყო, რომელიც სულ სხვანაირი დასკვნის საშუალებას იძლეოდა, ამ კონკრეტული მომხმარებლის განხილვაზე ეს იმიტომ მოხვდა, რომ სწორედ ის იყო ამ სტატიის ავტორი. თუ ეს ასე არ უნდა გამეკეთებინა მაშინ მითხარი ვის უნდა მისწერო ასეთი შეცდომის შესახებ თუ არა ავტორს ?! ეხლა ძახილიან სიტყვას რაც შეეხება მაგის სწავლა გჭირდება, რომ სტილის გარდა წინადადებას შინაარსიც რომ აქვს ?! არასწორი სტილით შინაარსიც რომ იცვლება ?! პირდაპირ მაკვირვებ დავით. სანამ ვინმეს ინტრიგანს უწოდებ დაფიქრდი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ანუ უფრო მეტჯერ სანამ არ მიხვდები ბოლომდე სწორი ხარ თუ არა. მე რაც არ მომეწონა დავწერე კიდეც და არავითრი ფარული მიზნები არ ჩამიდია ამაში. როგორც სხვას სთხოვთ გამართულ წერას ისე საკუთარ თავსაც უნდა მოსთხოვოთ ეს. შესწორება შემეძლო დიახ, მაგრამ როგორც ხშირად იმეორებენ ჩემთან მიმართბაში მათი სტაჟის და მიუხედავათ ზოგს მაინც აქვს კიდევ სასწავლი, როგორც გამოჩნდა და შეცდომებსაც საკმაოდ უშვებენ, სწორედ ამიტომ დავწერე განხილვა რომ მომავალში იგივე შეცდომა აღარ დაუშვან (აგრეთვე ეს ნახოს სტატიის ავტორმა ნოდარს კარგად უწერია, თუ რომელი ტირე უნდა გამოვიყენოთ ხოლმე). მე რომ ჩემთვის რამის სწავლება მაღიზიანებდეს ბოქსს არ შევმნიდი და მიხეილს ჩემს მაგისტრად არ მოვიხსენიებდი. შენს სიტყვა ინტრიგანს ვიკი გადამისამართება სჭირდება, როცა მიხვდები საით გადაამისამართო მაშინ გაიგებ რომ მაგის აქ დაწერით როგორ შეგეშალა--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 14:47, 29 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]