მიწიური და ციური სიყვარული

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიწიერი და ციური სიყვარული
Tizian 029.jpg
ტიციანი, 1513-1514
ზეთი ტილოზე
279 სმ სმ
ბორგეზეს გალერია, რომი

მიწიერი და ციური სიყვარული (ასევე ეძახიან ვენერა და პატარძალი) ტიციანის ნახატია, რომელიც 1513–1514 წლებში დახატა. ნახატზე გამოსახულია თეთრებში ჩაცმულ პატარძალი, რომელის გვერდზეეც შესაძლოა კუპიდონია და ქალს ეხმარება, მის გვერდითაა ვენერა, სილამაზე. ამ ტილოს ხატვისას ტიციანი 25 წლის იყო.

[რედაქტირება] სურათის ისტორია

ეს სურათიტიციანს დაუკვეთა ვენეციის ათიანის სბჭოს მინისტრმა, ნიკოლო აურელიომ. სურათი იყო საქორწინო საჩუქარი თავის ახალგაზრდა საცოლესთვის, ქვრივი ლაურა ბაგაროტტოსთვის. ნიკოლო აურელიოს გერბი გამოსახულია სურათის ცენტრში, სარკოფაგზე. ქორწილი 1514 წლის 17 მაისს შედგა. სურათის სახელწოდება ,,მიწიერი და ციური სიყვარული” ავტორს არ დაუქმევია. ეს სახელი ორი საუკუნის მერე დაერქვა. ბორგეზეს გალერიის კატალოგის მიხედვით 1613 წელს ტილოს სახელი იყო ,,სილამაზე,... და ...” , ,,სამი სახის სიყვარული” (1650 წელს), ,,...” (1700 წელს). საბოლოოდ კი 1792-1833 წლებიდან ,, მიწიურ და ციურ სიყვარულს” ეძახიან. 1608 წელს ნახატი შეისყიდა იტალიელმა კოლექციონერმა კარდინალმა შიპიონე ბორგეზემ, რის შემდეგაც გამოფენილია ბორგეზეს გალერიაში, რომში. 1899 წელს მაგნატმა, როტშილდმა გალერიას შესვაზა 4 მილიონი ლირა ტიციანის ამ ნახატში( უფრო მეტი ვიდრე მთელი ბორგეზეს გალერიის შენობა და კოლექცია,რომელიც შეფასებულია 3,600,000 ლირად ), რაზეც უარი მიიღო.

Tizian 017.jpg

[რედაქტირება] ანალიზი

სურათზე გამოსახულია ორი ქალი, რომლებიც ერთმანეთის საპირისპიროდ სხედან ქვის ყუთზე (სარკოფაგზე). ისინი ან ტყუპები არიან ან გამოსახულია ერთი ქალი სხვადასხვა იერით. მარცხენა ფიგურას აცვია მეთექვსმეტესაუკუნის ვენური საპატარძლო კაბა და ხელთათმანები. მარცხენა ხელით ფარავს თასს, ძვირფასეულობით სავსეს ხოლო მარჯვენაში - ყვავილი უჭირავს. მარჯვნივ მდგომი ფიგურა ტიტველია, მარცხენა მხარს წითელი აბრეშუმის ნაჭერი ხოლო კალთას კი თეთრი ტილო უფარავს. ის მიტრიალებულია მარცხნივ მჯდომი ქალისკენ და მას უყურებს.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე