მერტენ დე კეიზერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მერტენ დე კეიზერი (Merten de Keyser, დაბადებით Martin Lempereur, ? - ანტვერპენი, 1536) — XVI საუკუნის ფრანგი მბეჭდავი და გამომცემელი. მუშაობდა ძირითადად ანტვერპენში და გამოსცა ბიბლიის პირველი სრული წიგნები ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ასევე ინგლისელ პროტესტან ავტორთა მრავალი ნაშრომი.

ცხოვრებისეული ცნობები კეიზერზე მწირია. ცოლად შეირთო ფრანსუაზ ლა რუჟი, პარიზელი სტამბის მბეჭდავი გიიომ ლე რუჟის ქალიშვილი, რომლის სტამბაც 1517 წელს მემკვიდრეობით მიიღო. პარიზში 1525 წელს ბიბლიის თარგმანებზე აკრძალვის შემოღების შემდეგ ანტვერპენში გადავიდა. ანტვერპენის გამოცემებში ის საკუთარ სახელს გამოცემის ენის მიხედვით ცვლიდან (იყენებდა Martinus Caesar-ს ლათინურ ტომებში, Merten de Keyser ჰოლანდიურ წიგნებში, და Martyne Emperowr-ს ინგლისურ წიგნებში ). გარდაიცვალა ანტვერპენში 1536 წელს.