მენჰეტი, მენუი, მერტი — ფარაონ თუტმოს III-ის მეორეხარისხოვანი ცოლები. 1916 წელს მათი ხელშეუხებელი სამარხი აღმოაჩინა ადგილობრივმა გლეხმა ქალაქ თებეში.
სამარხში აღმოჩენილია ბევრი ოქროს სამკაულები, მძივები, ჭურჭელი, დიადემები, სამეფო გვირგვინი, სარკე და ქოთნები სახის კრემით. სამარხში აღმოჩენილი სამი ქალბატონიდან ორი მათგანი დასავლეთსემიტური წარმოშობისაა.