მემნონ როდოსელი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მემნონ როდოსელი (დ. ძვ. წ. 380 - გ. ძვ. წ. 333) - გამოჩენილი ბერძენი სარდალი, რომელიც აქემენიდების იმპერიის მხარეს იბრძოდა ალექსანდრე დიდის წინააღმდეგ. ის მონაწილეობდა გრანიკოსის ბრძოლაში, სადაც დაქირავებულ ბერძენ ქვეითებს მეთაურობდა, იქ დამარცხების შემდეგ კი ჰალიკარნასს შეაფარა თავი. ძვ. წ. 334 წელს, ჰალიკარნასის ალყის დროს მემნონი მეთაურობდა სპარსელ მებრძოლებს. მიუხედავად იმისა, რომ მან დათმო ქალაქი, ბრძოლის შედეგი სპარსელების წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მან სპარსელებს გადაჯგუფების შესაძლებლობა მისცა. ჰალიკარნასში განცდილი მარცხის შემდეგ მემნონი სპარსულ ფლოტს მეთაურობდა, თუმცა ძვ. წ. 333 წელს გარდაიცვალა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე