მელიტონ ჯღარკავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მელიტონ იოსების ძე ჯღარკავა (დ. 1911) — სტახანოველი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელიტონ ჯღარკავა დაიბადა 1911 წელს სოხუმის ნავსადგურის მტვირთავი მუშის ოჯახში. 1931 წელს გაყვა მამაისის კვალს და დაიყო ნავსადგურში მტვირთავად მუშაობა. ორი წლის შემდეგ იგი გაიწვიეს მუშურ-გლეხურ წითელ არმიაში, რომლის დროსაც ისწავლა წერა-კითხვა და შევიდა ლენინურ კომკავშირში. 1935 წელს დემობილიზაციის შემდეგ ჯღარკავა ისევ დაუბრუნდა სოხუმის ნავსადგურს. ნავსადგურში ჯღარკავას ბრიგადა ითვლებოდა სტახანოველ მტვირთავებად.

1938 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატობის კანდიდატად ქ. სოხუმის №7 კიროვის საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგადაც ის არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №116 (214), 23 მაისი, 1938