მელანი ჩისჰოლმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მელანი ჩისჰოლმი
Melanie Chisholm.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მელანი ჯეინ ჩისჰოლმი
მეტსახელი Melanie C, Mel C, Sporty Spice
დაბ. თარიღი 12 იანვარი, 1974 (1974-01-12) (40 წლის)
უისტონი, ლანკაშირი [1]
წარმოშობა რეინჰილი, მერსისაიდი, ბრიტანეთი
ჟანრ(ებ)ი პოპი, ბრიტპოპი, საცეკვაო მუსიკა
საქმიანობა მომღერალი, ბიზნესმენი, მსახიობი
აქტიური 1994–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Virgin (1995–2003)
Red Girl (2004–დღემდე)
ასოციაციები Spice Girls, ბრაიან ადამსი, ლიზა „Left Eye“ ლოპესი
საიტი melaniec.net

მელანი ჯეინ ჩისჰოლმი (დ. 1974 წლის 12 იანვარს) — ბრიტანელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი და ბიზნესმენი. ცნობილია სასცენო სახელით მელანი სი. იგი იყო ჯგუფ Spice Girls-ის ერთ-ერთი წევრი (რომელშიც ატარებდა სახელს Sporty Spice).

გარდა ჯგუფთან ერთად ჩაწერილი სიმღერების, ალბომების, გამართული ტურნეებისა და სხვა საქმიანობისა, მელანი საკუთარ პროექტებზეც მუშაობდა. 1999 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო სოლო ალბომი Northern Star, რომელიც ოთხი მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა. ალბომის გამოცემის შემდეგ მუსიკოსს დეპრესიისა და კვების მოშლილობის პერიოდი ჰქონდა. მეორე ალბომი, Reason მან 2003 წელს გამოსცა. იგი 500.000 ასლის ოდენობით გაიყიდა. 2005 წლის ალბომი, Beautiful Intentions გაიყიდა მილიონი ასლის სახით. 2007 წელს გამოიცა მისი მეოთხე ალბომი, This Time

2007 წელს ჩისჰოლმმა და Spice Girls-ის სხვა წევრებმა გამართეს მსოფლიო ტურნე The Return of the Spice Girls. შემდეგ ჩისჰოლმი ექვსი თვის მანძილზე ასრულებდა მისის ჯონსტონის როლს ლონდონის ვესტ ენდში, სპექტაკლში Blood Brothers.[2] მეხუთე ალბომი, The Sea გამოვიდა 2011 წლის სექტემბერში, ხოლო პირველი EP, The Night - 2012 წლის მაისში. მისი მეექვსე სტუდიური ალბომი Stages, გამოიცა 2012 წლის სექტემბერში.

ჩისჰოლმი ნომინირებული იქნა ბრიტანული მუსიკისა და Echo-ს ჯილდოებზე[3]. მთლიანობაში გაიყიდა მისი 12 მილიონზე მეტი სოლო[4] ჩანაწერი. დღეისათვის ქალი შემსრულებლის სახით მას დამყარებული აქვს რეკორდი ყველაზე მეტი ბრიტანული #1 სინგლით. იგი არის ერთადერთი შემსრულებელი ქალი, რომელიც ბრიტანეთის სინგლების ოფიციალურ ჩარტში მოხვდა #1 ადგილზე კვარტეტის, კვინტეტის, დუეტისა თუ სოლო შემსრულებლის სახით.[5][6]

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მელანი სის დისკოგრაფია.
ალბომები
EP-ები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]