მახიარეთის ზურგიანი კოშკის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მახიარეთის ზურგიანი კოშკის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მახიარეთში. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში.

სამი სართულის დონეზე შემორჩენილი კოშკი, სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. აქედან სამხრეთი და დასავლეთი კედლები მთლიანად ჩამონგრეულია, გადარჩენილია ჩრდილოეთ ზურგის მცირე ნაწილი. დგას მხოლოდ აღმოსავლეთი კედელი.

კოშკს საბრძოლო ელემენტები არ შემორჩენია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 126