მარტიანის ეკლესიის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარტიანის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტიანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ძეგლი მდებარეობს სოფლიდან დასავლეთით 2 კმ-ზე ნასოფლარ "ახლოურებში". ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის თლილი ქვითაა ნაგები. წყობა სწორხაზოვანია. დარბაზული, სწორკუთხასაკურთხევლიანი ეკლესიის კედლები შემორჩენილია 1,5-2 მეტრის სიმაღლეზე. გეგმით მართკუთხედია. საკურთხეველს მხარი მხოლოდ ჩრდილოეთიდან აქვს. ამავე კედელში გაჭრილი იყო შესასვლელი და სარკმელი. ინტერიერი ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით. ეკლესიას ჩრდილოეთიდან მინაშენი ჰქონდა. იგი მთლიანად დანგრეულია. მინაშენი ეკლესიას ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით უკავშირდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 117