მარტელის შახტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარტელის შახტი — ბუნებრივი შახტი ბერჭილის ქედზე, გაგრის რაიონში, მდინარე სანდრიფშის აუზში, 2350 სიმაღლეზე. გამომიშავებულია იურულ შრეებრივ კირქვებში. აქვს ფართო პირი და შვეული კედლები. გამოკვლეული ნაწილის სიღრმე 100 მ. ფსკერზე არის თოვლისა და ფირნის კონუსი, გვხვდება ყინულის სტალაქტიტები და სტალაგმიტები. მარტელის შახტის ნაწილი ამოქოლილია ჩამონგრეული მასალით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტინტილოზოვი ზ., ქსე, ტ. 6, გვ. 456, თბ., 1983