მარინე გორდელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარინე გორდელაძე (დ. 3 სექტემბერი, 1954, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.

1978–1980 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1981–1984 წლებში საკავშირო სამედიცინო აკადემიის ექსპერიმენტული ენდოკრინოლოგიისა და ჰორმონთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1985 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის კათედრის ასისტენტი. 1997 წლიდან იოდდეფიციტის სახელმწიფო პროგრამის მთავარი სპეციალისტი და საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა „დიაბეტური სკოლის“ დირექტორი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–პედიატრი–ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, მედიცინის ნაციონალური ცენტრის სამედიცინო პინელის ექსპერტი, ენდოკრინოლოგი.

1984 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „აუტოიმუნური თირეოიდიტის დიაგნოსტიკისა და მიმდინარეობის თავისებურებანი ბავშვთა ასაკში.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000, გვ. 79

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]