მარიამჯვრის ნაგებობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარიამჯვრის ნაგებობა — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მარიამჯვრის ჩრდილოეთით, წმინდა გიორგის ფერდად წოდებულ ადგილში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილი კედლები ნაგებია რიყის ქვითა და კირის დუღაბით. ნაგებობის ჩრდილოეთით საწნახელია, ხოლო სამხრეთით რიყის ქვითა და კირის ხსნარით ამოშენებული ღრმა და ფართო სამეურნეო ორმო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]