მანანა გორგოშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მანანა გორგოშიძე (დ. 6 დეკემბერი, 1946) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1971–1975 წლებში იყო ხაშურის რაიონის ექიმი–ორდინატორი. 1975–1978 წლებში თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ექიმი–რეანიმატოლოგი. 1978–1981 წლებში ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიისა და კარდიოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი. 1981–1984 წლებში კათედრის ასისტენტი. 1984 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომის.

1984 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სისხლის შრატის ანტიოქსიდანტური აქტივობა გულის იშემიური დაავადების სხვადასხვა კლინიკური ფორმების დროს.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 78

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]