მამუკა გოლეთიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მამუკა გოლეთიანი (დ. 12 აგვისტო, 1955, ცაგერი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1981–1982 წლებში იყო თბილისის №1 საავადმყოფოს III ქირურგიული განყოფილების ინტერნი. 1982-1986 წლებში ცაგერის რაიონული საავადმყოფოს ექიმი–ქირურგი.1986–1989 წლებში უკრაინის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ორდინატორი, დაუსწრებელი სწავლების ასპირანტი. 1989–1992 წლებში თბილისის №8 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი. 1992 წლიდან არის ქალაქის №1 კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის კლინიკის ქირურგ–ასისტენტი. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომის.

1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ღვიძლგარეშე სანაღვლე გზების მასტენოზირებული და მაობლიტირებელი დაავადებების ქირურგიული მკურნალობა ხანშიშესულთა და მოხუცთა ასაკში.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 77

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]