ლოწობნის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლოწობნის ციხე — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციოო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისუბანში, სოფლიდან დასავლეთით 5კმ-ზე. აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში.

მატიანეში ციხე X ს. ქართლში მიმდინარე პოლიტიკურ ამბებთან დაკავშირებით იხსენიება. სამების მთაზე აღმართული ლოწობნის ციხის კომპლექსიდან შემორჩენილია გალავნის მცირე ნაწილი. ეს უკანასკნელი ქედს მიუყვება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. კედელი ფლეთილი ქვითაა ნაგები, მის გარშემო მიწის დონე აწეულია. დანარჩენი კედლებისა და გეგმის წაკითხვა შეუძლებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 262