ლიბერასიონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Libération logo.svg

ლიბერასიონი (Libération, ანუ შემოკლებით („Libé“) „ლიბე“) არის მემარცხენე ლიბერალური გაზეთი. იგი დაარსდა 1973 წელს და გამოიცემა პარიზში. ლიბერასიონი ლე მონდისა და ლე ფიგაროს შემდეგ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გაზეთად მიიჩნევა საფრანგეთში. ლიბერასიონი დაფუძნდა 1973 წლის გაზაფხულზე საფრანგეთის 68-იანელთა მოძრაობის და ახალი მემარცხენეების კვალად.

პროფკავშირი Societé civile des personnels de Libération [სოსიეტე პერსონელ დე ლიბერასიონ], (ანუ შემოკლ. SCPL) წლების განმავლობაში 39,4 % ფლობდა და იყო გაზეთის მთავარი აქციონერი, მაგრამ 2005 წელს ფინანსური კრიზისის გამო აქციათა რაოდენობა თავისი 20%-ით შეამცირა.

2006 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში „ლიბერასიონმა“ მიმართა თავის აქციონერებსა და მკითხველს; რედაქცია ამ მიმართვაში გაზეთის სავალალო ფინანსურ მდგომარეობას აღწერდა და იდეური დახმარებისაკენ მოუხმობდა ნებისმიერს. ტექსტი მთავრდებოდა ასევე პირადი მიმართვით მკითხველისადმი: "Avec vous, Libération vivra. Sans vous, il n'a plus de raison d'être, ni de paraître chaque jour." (ლიბერასიონი თქვენით იცოცხლებს. უთქვენოდ არც არსებობის მიზეზი აქვს მას და ვერც ყოველღიურად გამოვა)

სიტყვა „ლიბერასიონი“ (Libération) უკავშირდება საფრანგეთში ნაცისტური გერმანიის ოკუპაციისაგან გათავისუფლების პროცესს (1944/45). ლიონში 1941 წლიდან არსებობდა წინააღმდეგობის ჯგუფი „ლიბერასიონი“, რომელიც ბევრი ფრანგისთვის ემანუელ დ’ასტიეს სახელს უკავშირდება. ეს ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა გაზეთს, რომელიც პარიზის გათავისუფლების შემდეგ 1964 წლამდე ლეგალურად გამოდიოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]