ლელოვნის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლელოვნის ნაეკლესიარიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანში გორაზე.

შემორჩენილია დაახლოებით 1-2 მეტრი სიმაღლის კედლები. შედარებით უკეთაა შემონახული საკურთხევლის მცირე ნაწილი. პერანგი მთლიანად შემოცლილი აქვს, მხოლოდ საკურთხევლის ინტერიერშია შემორჩენილი. ეკლესიის ქვები მოგროვებულია ერთ ადგილას, იქვე ნაეკლესიართან, სადაც გაჭრილია საძირკველი ახალი ტაძრის ასაშენებლად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39324