ლელა წიფურია
ლელა წიფურია (დ. 1959) — ქართველი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1959 წელს. 1981 დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი, 1995 წელს ამავე ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი მხატვრული კინოს რეჟისორის სპეციალობით. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიოკორპორაციში ავტორად, წამყვანად და რეჟისორად, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად. 2006 წლიდან საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინო-ტელე სარჟისორო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორია.
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა
- გონის სუვერენობა (2008) - დოკუმენტური
- ლილეო (2002) - დოკუმენტური
- როცა კარიბჭე გაიღება (2001) - დოკუმენტური
- უვერტიურა (1999) - დოკუმენტური
- სცენარის ავტორია ფილმების
- გონის სუვერენობა (2008) - დოკუმენტური
- ლილეო (2002) - დოკუმენტური
- როცა კარიბჭე გაიღება (2001) - დოკუმენტური
- უვერტიურა (1999) - დოკუმენტური
- პროდიუსერია ფილმის
- გონის სუვერენობა (2008) - დოკუმენტური
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ლელა წიფურია დაარქივებული 2016-04-19 საიტზე Wayback Machine.