ლევან სამხარაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლევან სამხარაული (დ. 24 მარტი, 1980, ყვარელი — გ. 22 მაისი, 2005[1]) — იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელი.

ლევან სამხარაულის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად შეიქმნა ახალი უწყება „სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“, რომელიც ექსპერტიზის დარგში ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის — სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI-ის სრულუფლებიანი წევრია. 2005 წელს, ლევან სამხარაული 25 წლის ასაკში მოკლეს.[1] 2006 წელს ლევან სამხარაულის სახელი მიენიჭა სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

2021 წლის აპრილში ლევან სამხარაულის დის, ნუკი სამხარაულის იდეითა და რედაქტორობით გამოიცა წიგნი „მე არსად სხვაგან არ ვარ“, რომელშიც თავმოყრილია ლევან სამხარაულის მიერ 19-20 წლის ასაკში შესრულებული ნახატები, ლექსები და ჩანახატები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამხარაული ლ., მე არსად სხვაგან არ ვარ, თბ., 2021

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]