ლეგატო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ლეგატო (იტალ. legato - "დაკავშირებული") – მუსიკაში – მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის ხერხი, ბგერათა შეკრული შესრულება, რომლის დროსაც ხდება ერთი ბგერიდან მეორეზე თანდათანობით, გადაბმით (უპაუზოდ) გადასვლა. სანოტო ჩანაწერში ლეგატო აღინიშნება რკალისებური ხაზით – ლიგით, რომელიც აერთიანებს ლეგატოს მეშვეობით შესრულებად ნოტებს. აგრეთვე, შეიძლება აღინიშნებოდეს სიტყვით legato ნოტების შესაბამისი ჯგუფის გვერდით.
სტატიის