ლაფანყურის ნაკოშკარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაფანყურის ნაკოშკარა — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ლაფანყურის ჩრდილოეთით, ტყიან ბორცვზე. თარიღდება შუა საუკუნეებით, შენობა დანგრეულია, კედლების სისქე (90 სანტიმეტრია) ნაწილობრივაა შემორჩენილი, დაახლოებით 50 სანტიმეტრის სიმაღლეზე. გეგმა არ იკითხება, შენობა ნაგები იყო ნატეხი ქვით კირის ხსნარზე. ადგილობრივი მოსახლეობა ძეგლ კოშკარას უწოდებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]