ლალეში
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ლალეში (ქურთ. Laliş) — იეზიდთა წმინდა ტაძარი და აღსარების ადგილი. მდებარეობს ერაყში, ერაყის ქურთისტანში ქალაქ სინჯარში, 60 კმ–ში მოსულიდან . ლეგენდის მიხედვით, ლალეში აშენებულია იმ ადგილას, სადაც პირველად წარმოიშვა მალაქ ტაუსი.
ასურეთის იმეპერიის დროს ლალეში სასწავლებელს წარმოადგენდა. მოგვიანებით, X საუკუნეში ის არაბების ხელში აღმოჩნდა. 1130 წელს შიხადიმ გაათავისუფლა ტაძარი და იეზიდებს დაუბრუნა. 1163 წელს იეზიდიზმის რეფორმატორი ლალეშში გარდაიცვალა, დაკრძალულია იქვე. ყოველი წლის 6 ოქტომბერს მორწმუნე იეზიდები მიდიან ლალეშში, რათა აღსარება თქვან შიხადის საფლავთან
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ინფორმაცია ლალეშის შესახებ (ინგლისური)