კოჭბაანის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კოჭბაანის ეკლესია.

კოჭბაანის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბაანის სასაფლაოზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის, ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. შემორჩენილია აღმოსაცლეთ კედელი და სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების მაწილი. შემორჩენილი კედლები დეფორმირებულია, ჩამონგრეულია კამარა და კონქი. ეკლესიის ინტერიერი ნანგრევებითაა ამოვსებული.

გეგმით სწორკუთხა ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ღრმა, ნახევარწიულ აფსიდში ვიწრო, ოთხკუთხა, გარედან შიგნით გადართოებული სარკმელია, რომლის ორივე მხარე თითო ოთხკუთხა ნიშია, ხოლო ქვემოთ ნატეხი ქვით აგებული ტრაპეზია მიდგმული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]