კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გარდამავალი მთავრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გარდამავალი მთავრობა — შეიქმნა კონგოს მეორე ომის (1997-2003) მდგომარეობიდან გამოსასვლელად. 2001 წელს პრეზიდენტი ლორან-დეზირე კაბილა მოკლეს და პოსტი მისმა შვილმა ჟოზეფ კაბილამ დაიკავა. 2002 წელს ჟოზეფ კაბილამ მოილაპარაკა რუანდას ჯარების აღმოსავლეთ კონგოდან გაყვანაზე. ორი თვის შემდეგ ხელი მოეწერა შეთანხმება პრეტორიაში, რის მიხედვითაც დაპირისპირებული მხარეები ეროვნული ერთობის მთავრობას შექმნიდნენ.

გრადამავალი მთავრობა ჩამოყალიბდა 2003 წელს, ჟოზეფ კაბილა ინარჩუნებს პრეზიდენტის პოსტს და ჰყავს 4 ვიცე-პრეზიდენტი რომლებიც წარმოადგენენ ყოფილ მთავრობას, აჯანყებულ დაჯგუფებებს და პოლიტიკურ ოპოზიციას.

გარდამავალი პერიოდი 2006 წლის საპარლამენტო არჩევნებით და 6 დეკემბერს ჟოზეფ კაბილას მიერ პრეზიდენტის ფიცის დადებით დასრულდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]