კომინფორმი
კომინფორმი, კომუნისტური და მუშათა პარტიების ინფორმაციული ბიურო — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის კომუნისტურ პარტიებს აერთიანებდა. კომინტერნის ანალოგი. კომინფორმის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა 1947 წლის 22 სექტემბერს პოლონეთში. თავდაპირველად კომინფორმს ჰყავდა 9 წევრე. 1948 წლის ივნისში რუმინეთში მესამე ყრილობაზე კომინფორმიდან გარიცხეს იუგოსლავიის კომუნისტური პარტია იოსებ სტალინსა და იოსიპ ტიტოს შორის მომხდარი განხეთქილების გამო. კომინფორმი დაიშალა 1956 წლის 17 აპრილს.
წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ალბანეთის შრომის პარტია
- ბულგარული კომუნისტური პარტია
- ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტია
- საფრანგეთის კომუნისტური პარტია
- გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტია
- უნგრეთის კომუნისტური პარტია, შემდგომში ჩაანაცვლა უნგრეთის მშრომელთა პარტიამ
- იტალიის კომუნისტური პარტია
- ნიდერლანდების კომუნისტური პარტია
- პოლონეთის მუშათა პარტია, შემდგომში ჩაანაცვლა პოლონეთის ერთიან მუშათა პარტიამ
- რუმინეთის მუშათა პარტია
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია
- იუგოსლავიის კომუნისტური პარტია (გარიცხეს 1948 წლის ივნისში)
- ტრიესტის თავისუფალი ტერიტორიის კომუნისტური პარტია (დაიშალა 1948 წლის ივნისში)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Информационное бюро коммунистических и рабочих партий დაარქივებული 2019-08-23 საიტზე Wayback Machine. (რუსული)