კოზმანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოზმანის ეკლესია კოზმობის დღესასწაულზე

კოზმანის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს მდინარე ძირულას ხეობაში, მარცხენა ნაპირზე, ცენტრალური საავტომობილო გზიდან (ბორითიდან) 6 კმ-ში, კოზმანის მთის აღმოსავლეთ ნაწილში. თარიღდება VIII საუკუნით. ტაძრის დღეობა მოძრავია და აღინიშნება იულიანური კალენდრით ნოემბრის თვის პირველ ორშაბათს.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია ნაგებია მონაცრისფრო სხვადასხვა ზომის ქვის კვადრებისგან კირის დუღაბზე. წყობა ქაოსურია. გეგმაში ეკლესია მართკუთხაა, აღმოსავლეთით ლამაზად შემოხაზული ნახევრწრიული აბსიდით, აბსიდის მხრები გრძივი კედლებიდან რამდენიმე სანტიმეტრზე არის გამოწეული. აბსიდში ორი პატარა ოთკუთხა ნიშია, ერთი სამხრეთით, მეორე ჩრდილოეთით. დღეისათვის ეკლესიას სარკმელი არ შემორჩენია. შესასვლელი სამხრეთის მხრიდან არის, იგი არქიტრაულია. შესასვლელის ქვედა წყობაში, მარცხენა მხარეს, ქვაზე არის რამდენიმე სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. წარწერის ქვედა ნაწილი დაფარულია შესასვლელისთვის მოწყობილ ოთხსაფეხურიანი კიბის მეოთხე საფეხურით. ეკლესიას კამარა და კონქი არ გააჩნია. იგი გადახურულია გოფრირებული ფერადი თუნუქით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16153