კობაურის ეკლესიის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კობაურის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ საძეგურში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესიიდან შემორჩენილი კედლების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 1-2 მეტრს აღწევს. სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით ყოფილა ნაგები. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით გააჩნია კოლოფა აბსიდი. ჩრდილოეთ კუთხეში დგას ტრაპეზის ქვა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესიაში და მის გარშემო ბზის კორომია. ტერიტორიაზე ძველი საფლავის ქვებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 159-160