კნუტ სტეენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კნუტ სტეენი

კნუტ სტეენი (ნორვ. Knut Steen; დ. 19 ნოემბერი, 1924, ოსლო, ნორვეგია — გ. 22 სექტემბერი, 2011, სანეფიორდი, ნორვეგია) — ნორვეგიელი მოქანდაკე, გრაფიკოსი, შარჟების მხატვარი.

კნუტ სტეენი საკუთარ თავს ნაგვის შემგვროვებელს უწოდებდა, რომელიც მარმარილოს მკვეთავად და ბრინჯაოს მოდელიორად იქცა. ნაგვის შეგროვება მისი პირველი სამსახური იყო. სკოლის შემდეგ ის ოსლოს საზოგადოებრივი დასუფთავების დეპარტამენტისთვის ცხენ-ურმით ქალაქში ნაგავს აგროვებდა. შემდეგ, ჯარში გასაწვევად დაიწუნეს, ვინაიდან ცალი ფილტვი არ ჰქონდა, მეორე კი ტუბერკულოზით ჰქონდა დაავადებული, რის გამოც ომის პერიოდში პორტერად მუშაობდა ოსლოს ხეიბართა საავადმყოფოში. სწორედ ამის გამო, როგორც თავად ამბობდა, მოსახდენი მოხდა და, როგორც კი განთავისუფლდა, ქანდაკებას, ხატვასა და ბეჭდვას მიჰყო ხელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]