კიტრიულის ყველაწმინდის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კიტრიულის ყველაწმინდის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ კიტრიულში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ნაეკლესიარი შემორჩენილია სოფლის სასაფლაოზე. აქა-იქ მიმობნეული სამშენებლო მასალის მიხედვით, ძეგლი ფლეთილი და რიყის ქვითაა ნაგები. ზოგან ყრია შირიმის პროფილირებული ქვები. დარბაზულ ეკლესიას, სავარაუდოდ, საკურთხეველი სწორკუთხა უნდა ჰქონოდა. საგანგებო გათხრა-გაწმენდის გარეშე გეგმის დადგენა შეუძლებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 98