კიტოხის მემორიალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კიტოხის მემორიალი — არქიტექტურული ძეგლი (მემორიალი), რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა უკვდავსაყოფად შექმნეს. ისტორიული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კიტოხის ცენტრში მდებარეობს. რკინის ორმეტრიან კვარცხლბეკზე აღმართულია რკინის ობელისკი, რომელზეც დამაგრებულია მარმარილოს დაფა წარწერით:„1941-45. დიდება გმირებს, რომლებიც დაეცნენ სამამულო ომის ფრონტებზე სამშობლოს ღირსებისათვის და გამარჯვებისთვის ბრძოლებში.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]