კისისხევის წმინდა ნინოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კისისხევის წმინდა ნინოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის სამხრეთით, 7-8 კილომეტრზე, მდინარეების კისისხევისა და მისი ერთ-ერთი შენაკადის წერილხევის წყალგამყოფ ქედზე. თარიღდება ადრიანი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, აღმოსავლეთით დასრულებული შვერილი აფსიდით, რითიც გარედან ხუთწახნაგოვანია და ძირითადად კორპუსისგან მოკლე მხრებითაა გამოყოფილი. ეკლესიას სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან თანადროული, მასთან წყობით დაკავშირებული მინაშენები ეკვირს. სამხეთით მინაშენი, როგორც ჩანს, ეკლესიიას შესაბამისს კედელს მთელ სიგრძეზე გასდევდა. ჩრდილოეთ მინაშენი ეკლესიაზე რამდენენადმე მოკლეა. იგი ფასადის შუა ნაწილზეა მიდგმული და ეკლესიის ძირითად სივრცეს ვიწერო, სწორკუთხა კარით უკავშირდება. თუ როგორ იყო დაკავშირებული ეკლესია სამხრეთ მინაშენთან, გასუფთავების გარეშე, არ დგინდება.

შენობა ნაგებია საგულდაგულოდ შერჩეული, მოზრდილი ზომის, რიყის ქვით. ეკლესიის ინტერიერი დაახლოებით 1,5 მეტრ სიმაღლეზეა ნანგრევებათაა ამოვსებული. ეკლესიის მთავარი შესასვლელი სამხრეთიდან მინაშენის სამხრეთ კედელში იყო მოწყობილი, სავარაუდოდ ორმალიანი თაღის სახით. მისგან ამჟამად მხოლოდ ერთი წირთხლიღაა შემორჩენილი შირიმის, მთლიანი ქვის იმპოსთან ერთად, რის ძირს, ფასადის და ღიობების მხრიდან ნახევარწრიული ელემენტების მწკრივი გაუყვება. მეორე კარი რეებიც ყველა ნიშნებით გვიანდელია, ეკლესიის დასავლეთ კედლის შუაშია. ამავე პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს კარი ზემოთ მდებარე, საკმაოდ დაუდევრად გამოყვანილი სარკმელიც.

საკურთხევლის აფსიდი ნალისებრი ფორმისაა. იგი დარბაზის გრძივი კედლებიდან ორი საფეხურიანი მხრებით იყო გამიჯნული. აფსიდს სამხრეთ კუთხე მონგრეული აქვს. ჩრდილოეთ კუთხის საფეხურებიდან კი, მხოლოდ გარეთა საფეხურის თავი იმპოსტითურთ და მასზე დაყრდნობილი თაღის ორი ქვა შემორჩა. იმპოსტი ჩვეულებრივი პროფილისაა. ანალოგიური პროფილის იმპოსტებზეა დაყრდნობილი კამარის საბჯენი თაღებიც, რსთაგანაც თითო-ოროლა ქვაღა შემორჩა. მათ შორის ერთი აფსიდის თაღთანაა, მეორე დასავლეთ კედელთან, მესამე კი კამარის შუაში. შუა და აღმოსავლეთ თაღებს შორის, მთელი სიგრძეზე, კამარის წყობის მცირე ნაწილია შემორჩენილი. რის ქუსლი თანბარი სიმაღლის შირიმის, ნათალი ქვითაა გამოყავნილი და კედლის სიბრტყის მიმართ რამდენადმე გადმოშვერილია. კამარის დანარჩენი ნაწილი კი თხელი, მოგრძო რიყის ქვებითაა ნაწყობი.

აფსიდის ცენტრში გაჭრილია განიერი, მაღალი პარალელურიწირთხელებიანი სარკმელი რითიც შიგიდან და გარედან ნალისებრი თაღითაა დასრულებული. დარბაზის გეძივი კედლები გლუვია, უპილასტრო ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, იატაკიდან 1,3 მეტრ სიმაღლეზე, შირიმის პატარა, ერთ ქვაში გამოკვეთილი, ოთკუთხა ღიობია, ღითც ჩრდილოეთ მინაშენში გადის. ამავე კედლის დასავლეთ ნაწილში, მინაშენში შესასვლელი კარის მარცხნივ წყობაში ჩასმულია 40-ოდე სმ სიმაღლის, ქვიშაქვის, ოთკუთხა ქვა, რომელზეც ე. წ. განლაგებული ჯვარია გამოსახული ვიწრო, ბოლოებთან ონავ განიერებული მკლავებით, რეებსაც ორ-ორი, მცირე რგოლი აქვს წაბმული. მკლავების კედეებს ვიწერო ღარი გასადევს, მათ შორის დარჩენილი არე კი ცენტრისკენ ირიბი ჩაკვეთით ჩაღრმავებულია, მკლავებს შორის, მცენარეული და გემოტერიული სახეებით დამუშავებული, თითო მედალიონია გამოსახული ერთ მედალიონის ნაშთი ქვის ზედა, მარჯვენა კუთხეშია. როგორც ჩანს, ასეთივე მედალიონი იყო გამოსახული ქვის მეორე, ზედა, მარცხენა კუთხეშიც, რითიც ამჟამად მომტვრეულია. ქვის ირგვლივ დაბალი რელიეფით გამოყვანილი, ვიწერო, სადა, ჩარჩო ევლება.

ეკლესიის სამხრეთით მინაშენიდან მხოლოდ დასავლეთ კედელი და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილია შემორჩენილი. ინტერიერი მიწითა და ქვებით ისეა ამოვსებული, რომ გასუფავების გარეშე მისი გეგმის სტრუქტურის დადგენა არ ხერხდება. ჩრდილოთ მინაშენი გეგმით სწორკუთხაა. აღოსავლეთით იგი დასრულებულია სწორი კედლით, ღის შუაში დაბალი, ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელია. საკრმლის გარეთა თაღი შირიმის, ერთ ქვაშია გამოკვეთილი. მსგავსი სარმკმელია ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილშიც. ეკლესიიდან მიაშენში შემოსასვლელი კარის მოპირდაპირედ. ამავე კედლის აღოსავლეთ ნაწილში მცირე, ოთკუთხა ნიშაა. შიგნით მინაშენი გადხურული იყო ცილინდრული კამარით, რის ნაწილი ჩამოშლილია, ნაწილი კი შემორჩენილია შენობის ფასადები სადაა. საკრთხევლის სარკმელი მორთლია რელიეფური. ორსაფეხურიანი თავსართით, რასაც ბოლოებში მოკლე, ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. მოგვინებითმ სარკმლის ღიობი ამოუშენებიათ და მასში უფრო ვიწერო, ისრულთაღოვანი სარკმელი მოუშყვიათ.

დასავლეთ ფასადზე ფრონტის ჩრდილოეთ გვერდს გვიანაი ხანის ლავგარდნის ოთხიოდე ქვა შემორჩა რათა პროფილს თარო და ლილვი შეადგენს. ეკლესიას გარშემოუყვებიდა რიყის ქვის გალავანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]