კიბერსექსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კიბერსექსი

კიბერსექსი ანუ კომპიუტერული სექსი — ვირტუალური სქესობრივი აქტის ერთ-ერთი სახე, რომელშიც ერთმანეთთან კომპიუტერული ქსელის საშუალებით დაკავშირებული, სივრცობრივად დაშორებული ორი ან მეტი ადამიანი ერთმანეთს სექსუალურად გულახდილ შეტყობინებებს უგზავნის. ეს როლების თამაშის ერთგვარი ფორმაა, რომლის მონაწილენიც თავს ირწმუნებენ, რომ მათ ნამდვილი სექსი აქვთ. ერთი დიალოგის მანძილზე, ამგვარი წარმოსახვითი სექსი გულისხმობს მონაწილეების მიერ მათი ქმდებების აღწერას და თანამოსაუბრეებთან, ძირითადად, წერილობითი ფორმით კითხვა-პასუხს, რომელიც მათი გრძნობების და ფანტაზიების გამძაფრებაზეა გათვლილი.

კიბერსექსი ზოგჯერ რეალურ მასტურბაციასაც გულისხმობს. კიბერსექსის ხარისხი დამოკიდებულია მონაწილეების უნარზე, რომ თავიანთი პარტნიორების გონებაში ცოცხალი მენტალური სურათი გააღვიძონ. ამავე დროს, წარმოსახვა და უნდობლობის გაქარწყლება ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორებია. კიბერსექსით შეიძლება დაკავდნენ ადამიანები, რომლებიც მომცემულ მომენტში რეალურად შეყვარებულები არიან, მაგრამ, მაგალითად, გეოგრაფიულად ერთმანეთისგან შორს იმყოფებიან; ან ადამიანები, რომლებიმა მხოლოდ ახლა გაიცნეს ერთმანეთი ვირტუალურად და შესაძლებელია კიდეც, რომ ისინი ერთმანეთისთვის ბოლომდე ანინიმურები დარჩნენ. ზოგჯერ კიბერსექსის ეფექტის კიდევ უფრო გასაძლიერებლად ვებ კამერებს (ვიდეო თვალებს) იყენებენ, რათა პარტნიორებმა ერთმანეთს რეალურ დროში დაფიქსირებული ვიდეო გამოსახულება გადასცენ.

ინტერნეტ-არხები, რომელთაც კიბერსექსით დასაკავებლად მიმართავენ, შეიძლება ამ ინტერესის სფეროზე სულაც არ იყოს გათვლილი და ამიტომაც, ნებისმიერმა ჩეთის მომხმარებელმა შეიძლება უცბად მიიღოს შეტყობინება, მაგალითად: „დავანძრიოთ?“, „ვირტუალი გინდა?“

ზოგადი დახასიათება[რედაქტირება]

ბევრი კიბერსექს სასაცილო, უაზრო, უმნიშვნელო და უშინაარსო აქტად მიიჩნევს, რომელსაც არანაირი ნამდვილი ემოციური წონა თუ გავლენა არ გააჩნია. სხვებს კი სჯერად რომ სექსუალური გრძნობა, რომელსაც პარტნიორები ვირტუალური ურთიერთობის დროს ამჟღავნებენ, საკმაოდ რეალურია და ისეთივე ემოციურად დატვირთული, როგორიც შეგრძნებები რეალური სექსუალური ურთიერთობის დროს. მას ასევე შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი „დისტანციური“ ურთიერთობების დროს.

კიბერსექსით, როგორც წესი, კავდებიან ჩეთებში და შეტყობინებების მომენტალური მიმოცვლის სისტემებში.

ვებ-კამერების პოპულარობის ზრდასთან ერთად, გაიზარდა იმ წყვილების რაოდენობაც რომლების ორმხვრივ ვიდეო კავშირს ერთმანეთის წინაშე „გაშიშვლებისთვის“ იყენებენ და შესაბამისად, თავიანთ აქტს მეტ ვიზუალურ ასპექტს სძენენ. არსებობს რამდენიმე პოპულარული კომერციული საიტი, რომლებმაც ეს შესაძლებლობა გამოიყენა და მსურველებს კამერის გამოყენებით ღიად მასტურბირების საშუალება მისცა, ხოლო დანარჩენებს ამ პროცესისთვის თვალის დევნება შეუძლიათ. სხვების გართობის მიზნით ამგვარი ქმედებები, რა თქმა უნდა, წყვილებსაც შეუძლიათ. როგორც წესი, ისინი ვინც ამ ყველაფერს თვალს ადავნებენ ასევე მასტურბირბირებენ გამოჩენილ გამოსახულებებზე. ამგვარ ვებ-გვერდებზე წინასწარ ჩაწერილი ვიდეო მასალის შეძენაცაა შესაძლებელი. სექსუალურად გულახდილი ელ. ფოსტის და ესემესბის გაცვლა-გამოცვა შეიძლება აგრეთვე მივიჩნიოთ კიბერსექსად. ვებ-კამერის გამოყენებით ამგვარი ქმედებები ძირითადად მასტურბაციის პროცესის გაძლიერებისთვის ან სექსის მიზნით შეხვედრისთვის მოსამზადებლად. იმის მიუხედავად, რომ ამგვარი ქმედებები ნიშანდობლივია, საკმაოდ ძნელია იმის გასაგებია, თუ რამდენად გავრცელებულია ისინი, ამ თემასთან დაკავშირებული სტატისტიკა თითქმის არ მოიპოვება.

კიბერსექსის განხვავება სატელეფონო სექსისგან ისაა, რომ კიბერსექსის დროს ადამიანი უფრო ანონიმურად გრძნობს თავს და პარტნიორების პოვნაც უფრო ადვილია. ფაქტობრივად, კიბერსექსით კავდებიან სრულიად უცხო ადამიანები, რომელებმაც ინტერნეტში რამდენიმე წუთის (წამის) წინ გაიცნეს ერთმანეთი. და სატელეფონო სექსისგან განხვავებით, კიბერსექსი იშვიათადაა კომერციული.

კიბერსექსის ერთ-ერთი კომპონენტი „რეალური“ სექსის სიმულაციაა, როდესაც პარტიონრები ცდილობენ, რომ თავიანთი განცდები მაქსიმალურად დაუახლოვონ რეალურს. ასეთ დროს თითოეული მონაწილე რიგ-რიგობით აღწერენ სექსუალურად გულახდილ ფანტაზიებს. ამას გარდა, ეს შეიძლება ერთგვარ დამხმარე საშუალებად მივიჩნიოთ წყვილებისთვის, რომლებსაც ამ დროს უჩვეულო სექსუალური ვნება ეუფლებათ და ისეთ სექსუალურ ცდებს ახორციელებენ, როგორსაც რეალურ ცხოვრებაში ვერ ბედავდნენ. „სერიოზულ“ მოთამაშეთა შორის კიბერსექსი შეიძლება უფრო დიდი ჩანაფიქრის ნაწილად იქცეს, სადაც მთავარი გმირები სეიძლება იყვნენ შეყვარებულები ან მეუღლეები. ასეთ ვითარებაში, თამაშის მონაწილენი ხშირად თავს დამოუკიდებელ ერთეულებად მიიჩნევენ დაკიბერსექსუალურ აქტში ჩართული პიროვნებესგან, ანუ საკუთარი თავისგან უცხოვდებიან, ისევე როგორც რომანის ავტორი, რომლის გმირებიც მისი ნებისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ.

კიბერსექსი ხშირად დაცინვის საგანი ხდება, იმიტომ რომ პარტნიორებს ერთმანეთზე თითქმის არანაირი ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნიათ, სქესიც კი არ იციან. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ უმეტესობისთვის კიბერსექსის მთავარი მიზანი სექსუალური ურთიერთობის რეალური სიმულაციაა, ასეთი ცოდნა ხშირად სულაც არ არის სასურველი ან აუცილებელი.

პოზიტიური და ნეგატიური მხარეები[რედაქტირება]

პოზიტიური მხარე[რედაქტირება]

იქიდან გამომდინარე, რომ კიბერსექსს გარკვეული სქესუალური სურვილების დაკმაყოფილება შეუძლია, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების და ორსულობის გარეშე, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ იგი ახალგაზრდებისთვის თავიანთი სექსუალური ფანტაზიებისა და გრძნობების გამოვლენის ფიზიკურად უსაფრთხო საშუალებაა. ამას გარდა, უკურნებელი სენით შეპყრობილი ადამიანებისთვის კიბერსექსი სექსუალური განტვირთვის და სხვისი უსაფრთხოდ დაკმაყოფილების ერთადერთი ურისკო საშუალებაა.

[ზემოხსენებული „დისტანციური“ ურთიერთობები]

კიბერსექსისგან მიღებული გამოცდილება მწერლებმა შეიძლება თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ, სექსუალური სცენების უფრო რეალისტურად აღწერისთვის.

კიბერსექსი შეიძლება ერთგვარი თერაპია იყოს მათთვის, ვინც მეტისმეტად მორცხვი ან გაუბედავია. ასევე მათთვის, ვისაც უბრალოდ აინტერესებს ჰომოსექსუალური, ზოოფილური და სხვა სახის „ეგზოტიკური“ სექსი, რომლისთვისაც რეალურ ცხოვრებაში მზად არ არის.

ნეგატიური მხარე[რედაქტირება]

მორალისტებს შორის გრძელდება კამათი იმის შესახებ, არის თუ არა კიბერსექსი ღალატის ერთგვარი გამოვლინება. იმის მიუხედავად, რომ ამგვარი ურთიერთობა ფიზიკურ სიახლოვეს არ გულისხმობს, კრიტიკოსები მაინც ამტკიცებენ, რომ კიბერსექსის დროს წარმოქმნილ ძლიერ გრძნობებს შეუძლიათ ცოლ-ქმარს შორის სტრესის გამოწვევა, განსაკუთრებით როდესაც კიბერსექსი ინტერნეტ-რომანტიკაში გადაიზრდება. არსებობს შემთხვევები, როდესაც კიბერსექსი გაყრის მიზეზი გამხდარა.

არსებობს აგრეთვე საფრთხე, რომ კიბერსექსი ინტერნეტ- ან სექსუალურ დამოკიდებულებაში გადაიზარდოს და ამან პიროვნების სოციალური იზოლაცია და არაქმედითუნარიანობა გამოიწვიოს.