კვინკატრია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვინკატრია ან კვინკატრუსი (ლათ. Quinquatria ან Quinquatrus) ძველი რომაული ტრადიციით იყო მინერავასადმი მიძღვნილი ფესტივალი, რომელიც ყოველი წლის 19 მარტს აღინიშნებოდა. ვაროს თანახმად ფესტივალს ასეთი სახელი ეწოდა იმის გამო, რომ ის იდებიდან მეხუთე დღეს აღინიშნებოდა, იგივე პრინციპით, როგორც ტუსკულანებმა ფესტივალს იდებიდან მეექვსე დღეს სექსტანუსი დაარქვეს, ან მეშვიდე დღეს სეპტიმატრუსი. თუმცა ოვიდიუსის თანახმად ფესტივალს ასე ეწოდებოდა იმის გამო, რომ ხუთი დღე მიმდინარეობდა. პირველ დღეს სისხლი არ იღვრებოდა, დანარჩენ დღეებში კი გლადიატორების შერკინებები იმართებოდა. სავარაუდოდ დამატებითი ოთხი დღე ფესტივალს იულიუს კეისრის პერიოდში დაამატეს, ხალხისთვის სანახაობის გასახანგრძლივებლად და ღრეობის გასახანგრძლივებლად.