კვერნაულის პირველი სამლოცველო
კვერნაულის პირველი სამლოცვლო — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვერნაულაში, მთის ტყიან ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. სამლოცველო უაფსიდო დარბაზული ნაგებობაა, ნაშენია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: სამხრეთ და დასავლეთ კედლები მთლიანადაა დანგრეული, ჩრდილოეთისა ნაწილობრივ აღმოსავლეთ კედელი 2,25 მეტრ სიმაღლეზეა შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთ კედლის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილო კედლის აღმოსავლეთ ნაწილში კი სწორკუთხა ნიში
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბაქრაძე ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 388.