კვანტური კომპიუტერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბლოხის სფერო კუბიტის განსახიერებაა, რაც კვანტური კომპიუტერის ფუნდამენტური ნაწილია.

კვანტური კომპიუტერი — ჰიპოთეტური გამომთვლელი მოწყობილობა, რომელიც კვანტური ალგორითმების შესრულების გზით მუშაობისას იყენებს კვანტურ-მექანიკურ ეფექტებს, როგორიცაა კვანტური პარალელიზმი.

მიუხედავად იმისა, რომ კვანტური გამოთვლები ჯერ კიდევ ჩანასახის სტადიაშია, დღემდე ჩატარებულ ექსპერიმენტებში კვანტური გამოთვლების ოპერაციები შესრულებულ იქნა ძალიან მცირე რაოდენობის კუბიტზე (კვანტური ბინარული ერთეულები). გაცხოველებული პრაქტიკული და თეორიული კვლევა ამ სფეროში ამჟამადაც მიმდინარეობს და მრავალი ეროვნული მთავრობა ხელს უწყობს კვანტური გამოთვლების კვლევებს კვანტური კომპიუტერების დამუშავებაში სამოქალაქო და ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის (მაგ. კრიპტოანალიზისთვის).

თუ მსხვილმასშტაბიანი კვანტური კომპიუტერების აწყობა შესაძლებელი გახდა, ისინი შეძლებენ გარკვეული პრობლემების გადაჭრას გაცილებით სწრაფად, ვიდრე ნებისმიერი სხვა კლასიკური კომპიუტერი (მაგ. შორის ალგორითმი). კვანტური კომპიუტერები განსხვავდება სხვა კომპიუტერებისგან, როგორიცაა დნმ კომპიუტერები და ტრადიციული კომიუტერები ტრანზისტორებზე).