კატეგორიის განხილვა:წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლოგიკურია, რომ წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია შეიძლება იყოს არა მარტო ქართული, არამედ არაქართულიც. შესაბამისად, საჭიროა უფრო ზოგადი დედაკატეგორია. --M. განხილვაწვლილი 17:51, 18 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

თეორიულად შესაძლებელია, თუმცა მე ასეთი არ ვიცი. არაფერი უშლის ხელს დარჩეს ძველი კატეგორია, სანამ დოკუმენტურად არ დადასტურდება სხვა ასეთი ეკლესიის შესახებ ფაქტი. თეორიული შესაძლებლობების განხილვა შორს წაგვიყვანს. უმჯობესია ვიმსჯელოთ უკვე არსებული ფაქტებით.--Ouzo განხილვაწვლილი 17:56, 18 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
პირიქით. თუ დადასტურდება რომ მხოლოდ ქართული შეიძლება იყოს, მაშინ დაბრუნდება ძველი კატეგორია. ზოგი მომხმარებელი კატეგორიების მიხედვით ეძებს სტატიებს. ასე რომ კატეგორიზაცია უნდა იყოს გამართული.--M. განხილვაწვლილი 17:58, 18 ნოემბერი 2011 (UTC)მაგალითისთვის იხილეთ კატეგორია:წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები. გარდა ამისა, არ მგონია, რომ ყველანაირ ცვლილებას წინ გრძელ-გრძელი განხილვები უნდა უძღოდეს. --M. განხილვაწვლილი 18:21, 18 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
დედაკატეგორია ერთი ქვეკატეგორიით არა მგონია იყოს ნორმალური. წმინდა ნინოს ეკლესია რომ არაქართული იყოს, ესეც არა მგონია იყოს ლოგიკური; წმინდა ნინო, შეიძლება ითქვას, რომ ქართველების ნაციონალური წმინდანია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ არაქართული ეკლესია, თუნდაც მართლმადიდებლური, იყოს წმინდა ნინოს სახელობის. გარდა ამისა, რომც არსებობდეს არაქართული ასეთი ეკლესიები, მათი რიცხვი, ყველანი ვხვდებით, რომ ძალიან მცირე იქნება. ერთი სტატიისათვის ცალკე კატეგორიის გაკეთებაც არა მგონია სწორი იყოს (მითუმეტეს, ეს ერთი სტატიაც არ ჩანს ჯერ-ჯერობით პერსპექტივაში). Deu განხილვა 18:26, 18 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
წმინდა გიორგის რაც შეეხება, დიდი სხვაობაა: ნინო ძალიან ნაციონალური წმინდანია და ქართული მართლმადიდებლობის ფარგლებს ფაქტობრივად არც სცილდება. გიორგი კი ასე არაა. Deu განხილვა 18:27, 18 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
(პ. ს. ეს ბოლო სიტყვები ისე არ გავიგოთ, რომ წმ. ნინოს ვაკნინებ წმ. გიორგისთან შედარებით! რაც ვიგულისხმე, ვფიქრობ, გასაგებია). Deu განხილვა 18:28, 18 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიების კატეგორია სწორედაც რომ არასწორად ჰქვია: მანდ მოყვანილი ყველა ეკლესია საქართველოშია/ქართულია. უნდა იყოს წმ. გიორგის სახ. ეკლესიები საქართველოში, ზედა კატეგორიით წმ. გიორგის სახ. ეკლესიები და კიდევ ზედა კატეგორიით ქრისტიანული ტაძრები.
ყველანაირ ცვლილებას არა, მაგრამ იქ სადაც წარმოიშვება განსხვავებული აზრი, განხილვის დასრულებამდე და კონსენსუსის მიღწევამდე ცვლილება არ უნდა მოხდეს.
ვერავინ დაიწყებს იმის დადასტურებას, რაც არ არსებობს. თუ თქვენ იცით, რომ არსებობს წმ. ნინოსი ეკელსია არაქართული, ეს თქვენ უნდა დაადასტუროთ.--Ouzo განხილვაწვლილი 18:29, 18 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
წმინდა ნინოს ტაძარი (პლასტუნკა) - ამ სტატიას ხომ არ უნდა ჰქონდეს კატეგორია წმ. ნინოს სახელობის ეკლესიები რუსეთში, ალიბეგლოს წმინდა ნინოს ეკლესია და ლექეთის წმინდა ნინოს ტაძარი- აზერბაიჯანში. მას ხომ არ გულისხმობს გრიგოლი?ცანგალა () 18:41, 18 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
და ეგ სამი ეკლესია არ გადის ქართულ-ეკლესია მონასტრებში? არა, ის გულისხმობდა, რომ წმ. ნინოს არაქართული ეკლესიებიც შეიძლება იყოს სადმე.--Ouzo განხილვაწვლილი 18:48, 18 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
რეგიონების მიხედვით დაყოფაზე კიდევ შეიძლება ფიქრი, მაგრამ აქაც მივიღებთ ისეთ სიტუაციას, რომ ერთ კატეგორიაში ერთი სტატია აღმოჩნდება და კატეგორიის გადიდების პერსპექტივაც არ იქნება. ასე რომ, მე მაინც მგონია, რომ არაა საჭირო ამ შემთხვევაში კატეგორიის დაყოფა. Deu განხილვა 06:33, 19 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]