კარასუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარასუნი
Карасун
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი კრასნოდარის მხარე
სიგრძე 45 კმ

კარასუნი — ადრე მდინარე, ახლა კი ტბების გაერთიანება ქალაქ კრასნოდარში. აღნიშნული ტბების გაერთიანების სიგრძე დაახლოებით 45 კილომეტრია.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ქალაქში არის სულ თხუთმეტი ტბა, ესენია: პოკროვსკის ორი ტბა (ყუბანის სტადიონის მახლობლად, რომელიც გამოყოფილია დიმიტრიევის კაშხლის ქუჩით). ასევე კალინინსკის ხეობის სამი ტბა (მდებარეობს სელეზნევისა და სტავროპოლის ქუჩებს შორის: ერთი ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის მიღმაა, ორი კი კარასუნსკის რაიონის ადმინისტრაციული შენობის მახლობლად, ისინი გამოყოფილია ერთმანეთთან სტაროკუბანსკის ქუჩით) და ასევე ქალაქში არის პაშკოვსკის ათი ტბა (სინამდვილეში - მდინარის კალაპოტები, რომლებიც ტბებად დაშლილია კაშხლებით). სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ პაშკოვსკის ტბების ზემოთ არსებული არხი დღეისათვის პრაქტიკულად საერთოდ არ იძებნება.

ტბების ნაპირები ლერწამითაა დაფარული, ფსკერზე კი სილურჯეა. 2000-იან წლებში პაშკოვსკის ტბები გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან გამოყოფილი თანხებით იწმინდებოდა - ამ მიზნით 60 მილიონი მანეთი იყო გამოყოფილი, აქ იყო საკმაოდ კარგად განვითარებული სარეკრეაციო ზონაც და დასასვენებელი ადგილიც.

შემოდგომაზე, ნოვოსიბირსკის რეგიონიდან აფრიკისკენ ფრენის დროს, თოლიები ტბებზე ჩერდებიან[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე კარასუნი სათავეს იღებს სოფელ სტაროკორსუნსკიდან და მიედინება დასავლეთისაკენ, ამის შემდგომ ჩაედინება მდინარე ყუბანში. მოგვიანებით, არხის ცვლილების გამო, ყუბანმა გადაყლაპა მდინარის ნაწილი და იზოლირებული იქნა რამდენიმე ტბად.

1870-იან წლებში კაზაკებმა კაშხლები ააშენეს მდინარის იქით, რათა ხმელეთზე გადასულიყვნენ მეორე მხარეს. შედეგად, მდინარე გადაიქცა რამდენიმე ტბად. ძირითადად აღნიშნული ტბები იკვებებოდა მიწისქვეშა წყაროებით. XX საუკუნის დასაწყისში კარასუნის ტბები იყო საკმაოდ დაჭაობებული წყალსაცავების ჯაჭვი.

1960-1970-იან წლებში ტბების საგრძნობლად მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწია და ამოივსო. მათ ადგილას საცხოვრებელი ადგილები აშენდა და გაჩნდა ქალაქის ახალი დასახლებები.

კაშხლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ დროს კარასუნზე საკმაოდ ბევრი კაშხალი იყო, ზოგი შენარჩუნდა ზოგმა კი სახელი შეიცვალა. ისინი დიდ როლს თამაშობენ ქალაქისა და რეგიონის ენერგეტიკის კუთხით. დღეისათვის კარასუნზე რამდენიმე კაშხალი მდებარეობს, რომლებმაც არ დაკარგეს თავიანთი როლი და ფუნქციონირებენ, ესენია:

  • დიმიტრიევსკის კაშხალი
  • ეკატერინეს კაშხალი
  • კაზაკთა კაშხალი
  • კარასუნის კაშხალი
  • მალინოვსკის კაშხალი
  • პოლიციის (მოგვიანებით „გოგოლის“) კაშხალი
  • ფილიპოვსკის კაშხალი
  • ჩისტაკოვსკის კაშხალი
  • შახოვსკის კაშხალი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ПЯТЁРКА.РУ ➄ научно-популярный канал. (2 декабря 2018) Карасунские озёра и их обитатели.