კალობნის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კალობნის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურსა და მანავს შორის, ტყით დაფარულ მთაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

2013 წელს ეკლესიას ჩაუტარდა რემონტი, რის გამოც ძეგლმა დაკარგა ისტორიული ღირებულებები. ეკლესია დარბაზულია, 4,5 მეტრი 3,2 მეტრზე, ეკლესიას არ გააჩნია აფსიდი. ეკლესია ნაგებია ქვიშაქვის ნატეხითა და რიყის ქვით. გარეთა კედლების წყობაში აქა-იქ ჩატანებულია დაუმუშავებელი მოზრდილი ქვები. ქვების წყობა ქაოსურია.

ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა. აღმოავლეთ და დასავლეთ კედლებში კი თითო, სწორკუთხა სარკმლები იყო გაჭრილი. რემონტის დროს აღმოსავლეთ კედლის სარკმელი, მრგვალ სარკმლად გადააკეთეს, დასაცლეთ სარკმელი კი დაუდევრად დაადაბლეს. შენობა გადახურულია ხის ნივნივებზე დალაგებული ღარისერი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]