იყალთოს სამაროვნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იყალთოს სამაროვნები — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს სოფელ იყალთოში, სანიორის მთის კალთებზე. 1933 წელს შეისწავლა გ. გოზალიშვილმა. ერთი სამაროვანი თარიღდება გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანით. მეორე — გვიანდელი შუა საუკუნეებისაა. ორმოსამარხებში მიცვალებულები ესვენა კიდურებმოხრილი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]