იფქლი (კომპანია)
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|იფქლი (კომპანია)}} |
იფქლი — ქართული პურ-ფუნთუშეულის კომპანია. დაარსდა 1993 წელს. მათი მისიაა ჯანსაღი და გემრიელი პურ-ფუნთუშეულის წარმოება. დღესდღეობით „იფქლი“ 40-მდე სახეობის საკონდიტრო ნაწარმს და 35-მდე სახეობის პურს აწარმოებს.
კომპანიის სახელწოდება მოდის ძველქართულიდან, რომლის მიხედვითაც იფქლი ქართულ საშემოდგომო ხორბლის ჯიშს ჰქვია.
„იფქლი“ 75-მდე სახეობის პურ-ფუნთუშეულით თბილისის თითქმის ყველა მაღაზიას ამარაგებს თავისი დისტრიბუციის ხაზით. პროდუქცია ასევე გააქვთ ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა მცხეთა, რუსთავი და გორი.
კომპანიაში 300-მდე ადამიანია დასაქმებული.
კომპანიამ 2013 და 2014 წარმატებული წლებისათვის ჯილდო „გოლდენ ბრენდი“ მიიღო, როგორც საუკეთესო პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელმა კომპანიამ. „იფქლი“ 2011-2014 და 2015-2018 წლების განმავლობაში „ხარისხის ნიშნის“ მფლობელია.