იუნგის არქეტიპები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არქეტიპების ჰიპოტეზის წარმოშობა ჯერ კიდევ პლატონის ეპოქას მიეკუთვნება. თვითონ გამოჩენილი ფსიქიატრი კარლ იუნგი არქეტიპებს ადარებდა პლატონის „eidos“-ს. პლატონის იდეები წარმოადგენს წმინდა სულიერ (მენტალურ) ფორმებს, რომლებიც სულში იქნა ჩაბეჭდილი ამ უკანასკნელის სამყაროში მოვლენამდე. იუნგის არქეტიპები შესაძლოა განვიხილოთ, როგორც პლატონის ფორმების თეორიაში აღწერილი ფორმების ფსიქოლოგიური ეკვივალენტი. იუნგის მიხედვით, არქეტიპები წარმოადგენენ უნივერსალურ თანდაყოლილ ფსიქოლოგიურ განპირობებულობებს (დისპოზიციებს), რომლებიც ქმნიან იმ სუბსტრატს, რომლისგანაც შემდგომ წარმოიშობა ადამიანის გაუთვითცნობიერებელი გამოცდილების ძირითადი სიმბოლოები. არსებობს ოთხი უნივერსალური არქტიპი: შინაგანი „მე“, აჩრდილი, ანიმა ან ანიმუსი და პერსონა [1]. იუნგის მიხედვით, არქეტიპი, მიუხედავად მისი გამოხატულების ცვალებადობისა არასდროს არ კარგავს თავის არსს და წარმოადგენს ე.წ. ინსტინქტურ ტენდენციას (trend) [2]. არქეტიპები ქმნიან დინამიურ სუბსტრატს, რომელიც საერთოა მთელი კაცობრიობისთვის და სწორედ ამ სუბსტრატის საფუძველზე ხდება ცალკეული ინდივიდის ცხოვრებისეული გამოცდილების აგება, რაც გამოიხატება ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მახასიათებლების შენებაში.

შინაგანი „მე“ - წარმოადგენს არქტიპს, რომელიც გამოიხატება ინდივიდის ქვეცნობიერების და ცნობიერების უნიფიკაციაში (გაერთიანებაში). შინაგანი „მე“-ს წარმოქმნას ადგილი აქვს იმ პროცესის მიმდინარეობისას, რომელიც ცნობილია " ინდივიდუაციის" სახელწოდებით და ეს უკანასკნელი გამოიხატება იმაში, რომ ადგილი აქვს ინდივიდის პიროვნების სხვადასხვა ასპექტის გაერთიანებას. იუნგი შინაგანი „მე“-ს ხშირად გამოხატავდა წრეწირის, კვადრატის ან მანდალას სახით.

აჩრდილი - წარმოადგენს არქეტიპს, რომელიც მოიცავს სექსუალურ და სასიცოცხლო ინსტიქტების ერთობლიობას. აჩრდილი არსებობოს, როგორც ქვეცნობიერის ნაწილი და მოიცავს დათრგუნულ იდეებს, სისუსტეებს, სურვილებს, ინსტინქტებს და ნაკლოვანებებს. ეს არქეტიპი ხშირად მოიხსენიება, როგორც ფსიქიკის ბნელი მხარე, რომელიც განასახიერებს ველურობას და ქაოსს. იუნგის მიხედვით ასეთი ლატენტური პროცესები ყველა ჩვენგანისათვის არის დამახასიათებელი, თუმცა, ხშირად ადამიანები ამ თვისების თავის თავში არსებობას უარყოფენ და მათ მხოლოდ სხვებს მიაკუთვნებენ.

ანიმა ან ანიმუსი - ანიმა არის მდერობითის სახე მამრის ფსიკიკაში, ხოლო ანიმუსი - მამრობითის სახე მდედრის ფსიქიკაში. ანიმა და ანიმუსი წარმოადგენს ჩვენ „ნამდვილ ეგოს“, განსხვავებით იმ სახისგან, რომელსაც ჩვენ სხვებს ვიჩვენებთ; იგი წარმოადგენს კრებით გაუთვითცნობიერებელთან კომუნიკაციის პირველად წყაროს. ანიმას და ანიმუსის ერთიანობა ცნობილია, როგოც ან „მარჩიელი წყვილი“ და განასახიერებს დამთავრებულობას, უნიფიკაციას, სიმთლიანეს.

პერსონა - ეს არქეტიპი წარმოადგენს იმას განსახიერებას, თუ როგორ წარვუდგენთ ჩვენს თავს გარე სამყაროს. სიტყვა „პერსონა“ ლათინური სტყვაა და ითარგმნება როგორც ნიღაბი. პერსონა წარმოადგენს ბევრ სხვადასხვა სოციალურ ნიღაბს, რომლებსაც ჩვენ ვანაცვლებთ სხვადსხვა სიტუაციაში და სხვადასხვა ჯგუფებთან ურთიერთობის დროს. იგი მოქმედებს მხოლოდ იმიტომ, რომ დაიცვას ჩვენი ეგო უარყოფითი იმიჯისგან. იუნგის მიხედვით პერსონა შეიძლება წარმოჩნდეს სიზმრებში თუ ოცნებებში სხვადასხვა ფორმით.

სხვა არქეტიპები[3]
იუნგის მიხედვით, არსებული არქეტიპების რაოდენობა არ არის მუდმივი ან ფიქსირებული. ბევრი სხვადასხვა არქეტიპი შესაძლოა გაერთანდეს ან ერთმანეთი გადაფაროს დროის ნებისმიერ მომენტში. ქვემოთ მოყვანილია მხოლოდ რამდენიმე ასეთი არქეტიპის მაგალითი:

მამა - ავტორიტეტული პიროვნება; მრისხანე; ძლიერი.
დედა - აღმზრდელი; კომფორტული.
ბავშვი - უმწიკვლოებისკენ მიისწრაფება; გადარჩენა.
ბრძენი - ხელმძღვანელობა; ცოდნა.
გმირი - ჩემპიონი; დამცველი; მშველელი.
ქალწული - უცოდვილობა; სურვილი; სიწმინდე.
ტრიქსტერი - მოღალატე; მატყუარა; პრობლემების შემქმნელი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Jung, C. G., "Archetypes and the Collective Unconscious". Princeton University Press, 1981.
  • Jung, C.G. (1951). "Phenomenology of the Self." The Portable Jung, 147.
  • Jung, C., Collected Works of C. G. Jung, Vol. 9, Part 2. 2nd ed., Princeton University Press, 1968.