ირაკლი გორდელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორდელაძე.

ირაკლი ერმალოს ძე გორდელაძე (დ. 23 ივლისი, 1921, თბილისი — გ. 29 აგვისტო, 1998, იქვე) — ქართველი გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1958 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მისი პედაგოგები იყვნენ ს. ქობულაძე, ს. ნადარეიშვილი, კ. სანაძე. 1969 წელს აქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1958 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. გორდელაძე ძირითადად ქმნიდა პლაკატებს, რომელთაგან აღსანიშნავია ისტორიულ და პოლიტიკურ თემებზე შექმნილი: „თბილისის 1500 წელი“ (1957), „საშიში ბუდე“ (1964), „ქალთა საერთაშორისო დღე“ (1975), „ფრთხილად, დედამიწაა!“ (1982) და სხვ. საყურადღებოა ასევე თეატრის სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის შექმნილი აფიშები: „რიჩარდ III“ (1957, სხვა ავტორებთან ერთად), „მამლუქი“ (1958), „მაია წყნეთელი“ (1962). გ. ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის ილუსტრატორად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]