იორამ გოჩაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იორამ გიორგის ძე გოჩაშვილი — XVII საუკუნის II ნახევრის ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, გიორგი გოჩაშვილის ძე.

მონაწილეობა მიიღო ვახტანგ V-ის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში და ირანის შაჰის მეშვეობით ცდილობდა ქართლში გამეფებას. ამისათვის ვახტანგმა შეიპყრო, თვალები დათხარა და მამულები ჩამოართვა (1665–1666).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.