ინტერტრანსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინტერტრანსი
ენა ქართული
www.intertrans.ge
intertrans@intertrans.ge

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შპს "ინტერტრანსის" საკონტეინერო ტერმინალი ფუნქციონირებს 2006 წლიდან და არის ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია

საქმიანობის სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკუთარი სიმძლავრეების მეშვეობით (სამხრეთ ფარეხის ინფრასტრუქტურა), კომპანია უზრუნველყოფს მომსახურების ვრცელ პაკეტს, რომელშიც შედის:

  • დაზღვევა;
  • დისტრიბუცია;
  • საბანკო მომსახურება;
  • საბაჟო ნებართვები;
  • განბაჟება-დასაწყობება;
  • კარიდან კარამდე მიწოდება;
  • მალფუჭებადი და სახიფათო ტვირთების გადაზიდვა;
  • სამშენებლო ტექნიკისა და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირება;
  • ტვირთის კოორდინირებულ გადაადგილებას დსთ-ს სივრცეში და მის ფარგლებს გარეთ;
  • კონტეინერების ინტერმოდალური და მულტიმოდალური ტრანსპორტირება ნებისმიერი მიმართულებით.

საწარმოო სიმძლავრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინალის საპროექტო სიმძლავრე წელწადში 40 000 TEU კონტეინერის გადამუშავებას ითვალისწინებს.

  • ტერმინალზე დამონტაჟებულია 3 ამწე, 2 მათგანის ტვირთამწეობა არის 50 ტონა, ერთის - 32 ტონა;
  • მფლობელობაშია 2 თბომავალი;
  • სასწორი, რომელსაც შეუძლია როგორც ჩვეულებრივი, ასევე ღერძული აწონვა;
  • დიზელ-ელექტრო გენერატორი;
  • კომპრესორი;
  • ავტოსატვირთველები;
  • ტერმინალის ტერიტორიაზე აგებულია დახურული საბაჟო საწყობი;
  • ტერმინალზე შემოდის რკინიგზის ლიანდაგის 3 ჩიხი, რაც ხელს უწყობს სამუშაო პროცესების დაჩქარებას.