ინტერნეტ-ფორუმი
ინტერნეტ ფორუმი, იგივე გზავნილების დაფა — ონლაინ სადისკუსიო საიტი, სადაც მომხმარებლები ერთმანეთს ესაუბრებიან გზავნილების სახით.[1] გზავნილები დახარისხებულია ამა თუ იმ სადისკუსიო თემაში და ფორუმის მონაცემთა ბაზაში სამუდამოდ ინახება. სხვადასხვა შემთხვევაში, ხდება ისე, რომ ფორუმის ან მისი განყოფილების ზედამხედველი (მოდერატორი) თვალს ადევნებს გზავნილებს და აქვეყნებს მათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაამოწმებს მათ შინაარსს.
ფორუმი ატარებს იერარქიული სტრუქტურის სახეს. მასში შესაძლებელია რამდენიმე თემატური განყოფილების შექმნა (ქვეფორუმის), რომლებშიც მოთავსდება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებული ცალკე სადისკუსიო თემები.
ფორუმის პარამეტრებზე დამოკიდებულია ანონიმური მომხმარებლების მასზე დაშვების დონე. როგორც წესი, კონტროლის მიზნით, ფორუმის ადმინისტრაცია არ იძლევა ანონიმური გზავნილების დატოვების უფლებას.
ფორუმები ქართულ ინტერნეტ-სივრცეში [რედაქტირება]
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ინტერნეტ-ფორუმი}} |
ინტერნეტ ფორუმების შექმნა ქართულ ინტერნეტ სივრცეში დაიწყო 2000-იანი წლების დასაწყისიდან. პირველ ფორუმებს შორის აღსანიშნავია „თბილისის ფორუმი“ და „საფიხვნო“. შემდგომში, სხვადასხვა საიტის გახსნას თან ახლდა მიმაგრებული ფორუმის გამოჩენაც. როგორც წესი, ფორუმი მიბმული იყო როგორც საინფორმაციო საიტზე, ასევე მედია ფაილების არალეგალურად გამავრცელებელ პორტალებზეც. მიუხედავად ერთგვარი ერთფეროვნებისა, იქმნებოდა თემატური ფორუმებიც (ასევე მიბმული საიტებზე), მაგალითებია - საიტ „მარანის“ ფორუმი (ღვინის შესახებ) ან სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების ფორუმი. ყველა ქართულ ფორუმს შორის „თბილისის ფორუმი“ ითვლება ყველაზე პოპულარულად - მომხმარებელთა ყველაზე დიდი რაოდენობით, თემატურად ყველაზე ნაირფეროვანი განყოფილებებით და რამდენიმე დანერგილი ტრადიციითა თუ მრავალი ჩატარებული აქციით.